გიორგი სალუქვაძის საერთაშორისო ფესტივალი გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდა
ავტორი: გურიის მოამბე
გიორგი სალუქვაძის საერთაშორისო ფესტივალი გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდა

გიორგი სალუქვაძის სახელობის მე-10 საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს-ფესტივალი მონაწილე ანსამბლების საზეიმო აღლუმითა და გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდა.
ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის, ესტონეთისა და ბელორუსიის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები.
ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ყაზახეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კარნავალი" გახდა.
გალა- კონცერტს გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გალა-კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, ასევე მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გოგი ინწკირველი შეხვდნენ და ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 
გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს- ფესტივალი ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და საზოგადოება ,,არტ-გურიას" ორგანიზებით ჩატარდა .

'.$TEXT['print'].'