შეკვეთილში პოლიციის თვალწინ "ოცნების" აქტივისტებმა მოშიმშილეთა კარვები დაარბიეს
ავტორი: გურიის მოამბე
შეკვეთილში პოლიციის თვალწინ "ოცნების" აქტივისტებმა მოშიმშილეთა კარვები დაარბიეს

რამდენიმე წუთის წინ, შეკვეთილში პოლიციის თვალწინ "ოცნების" აქტივისტებმა მოშიმშილეთა კარვები დაარბიეს. 

როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, არიან დაშავებულები. 

თვითმხილველთა თქმით, მომხდარს ხელი თავად პოლიციამ შეუწყო.

"პოლიციელებთან ერტად მოვიდა ადგილზე რამდენიმე "ტიტუშკა". ესენი არიან ქართული ოცნების აქტივისტები. დაიწყეს კარვების დარვება. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყპოფას. არიან დაშავებულები. გამოძახებული გვყავს სასაწრაფო დახმარების ბრიგადები და ველოდებით როდის მოვლენ, რომ ამათ აღმოუჩინონ პირველადი დახმარება. 4-5 მანქანით მოვარდნენ ეს ახალგაზრდები და მათ პოლიცია უწყობდა ხელს ჩვენს დარბევაში"-გვიყვება ერთ-ერთი ადგილზე მყოფი.  

'.$TEXT['print'].'