ბახმაროს ინფრასტრუქტურის შესახებ-ანუ, როგორ უნდა დაემატოს კურორტს კიდევ 6-7 სასტუმრო?
ავტორი: გურიის მოამბე
ბახმაროს ინფრასტრუქტურის შესახებ-ანუ, როგორ უნდა დაემატოს კურორტს კიდევ 6-7 სასტუმრო?

ბახმაროს ინფრასტრუქტურის შესახებ ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" წარმომადგენელი, ბლოგერი გრიგოლ მახარაძე წერს და იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დღეს კურორტზეა, ახალი სასტუმროების მშენებლობას არალოგიკურს უწოდებს: 

"კურორტს არ აქვს ცენტრალური წყალმომარაგება. წყლის მიწოდება ხორციელდება წყაროებიდან პლასტმასის მილებით საერთო მოხმარების ონკანებში. რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საკუთარი ხარჯით სახლშიც აქვს შეყვანილი. არ ხდება ფილტრაცია, ქლორირება და რაც ყველაზე მთავარია, წყლის ის რაოდენობა, რისი მიწოდებაც ხდება არსებული წყაროებიდან ჰყოფნის კურორტის მესამედს. 

კურორტს არ აქვს კანალიზაცია. თხევადი ნარჩენები გროვდება მოსახლეობის მიერ მოწყობილ საკანალიზაციო ორმოებში და ხევებში, საიდანაც იჟონება და ჩადის მდინარეში. სეზონის სიმოკლე (თვენახევარი) შედარებით მსუბუქებს ამ ზიანს.

ამ პირობებში - და არ არსებობს არათუ გაწერილი ბიუჯეტი, სიტყვიერი დაპირებაც კი, რომ ბახმაროში ან წყალი გაკეთდება, ან კანალიზაცია - როგორ უნდა დაემატოს კურორტს 120 ადგილიანი 6 ან 7 სასტუმრო"?

'.$TEXT['print'].'