"ღმერთო რა ლამაზები ხართ, როგორი ფერადები...ახლა მშვიდად შეიძლება სიკვდილიც"...
ავტორი: გურიის მოამბე
"ღმერთო რა ლამაზები ხართ, როგორი ფერადები...ახლა მშვიდად შეიძლება სიკვდილიც"...

"2015-ში ვწერდი:

დაიმახსოვრეთ ეს ტალახში ამოგანგლული ბავშვები და ნახავთ ახლო მომავალში სუფთა ხელებით, როგორ ააშენებენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას მეთქი.
მერე დიდხანს ვიჯექი ჩუმად და ველოდებოდი მათ გამოჩენას...
ღმერთო მომიტევე და მკრეხელურმა აზრმაც კი გამკრა თავში, ვიფიქრე, ასე ჩუმად რატომ არიან, ნეტავ გონება ხომ არ აუტალახეს ამ მკვდარ ძაღლებმა, სად გაქრნენ მეთქი ?
შენც არ მომიკვდე!!!
აქ არიან!!!
და მერე როგორები?
გაზრდილები, თვითდაჯერებულები, ამაყები, განათლებულები, ლამაზები და პრინციპულები...

და თქვენ, ზოიძის მსგავსნო ნაგვებო, მათ ვეღარასოდეს დასვრით!!!

მათ ჩემი ქვეყნის ცრემლიანი აყალო მიწა 2015 წელს მოზილეს... შემდეგ პატარა თითებით გამოძერწეს საკუთარი სხეული და პატრიოტული სული შთაბერეს.

ახლა მშვიდად შეიძლება სიკვდილიც...

1989 წელს მე ვებრძოლე რადიონოვის ჯარს და გავიმარჯვე!
2019 წელს მათ ებრძოლეს გავრილოვ-ივანიშვილის ჯარს და მჯერა, მჯერა რომ გაიმარჯვეს!

ღმერთო რა ლამაზები ხართ, როგორი ფერადები...

მახსოვს როგორ რეცხავდით ტალახიან თბილისის ქუჩებს... და ახლა ვხედავ, როგორ რეცხავთ კოლაბორაციონალურ საზიზღარ ტალახს!!!

ჩარეცხეთ! ჩარეცხეთ! ჩარეცხეთ!

ასე ეხმაურება საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი ანტისაოკუპაციო აქციაში ჩართულ ახალგაზრდებს.

'.$TEXT['print'].'