"ოო, რა მწარედ დასასჯელია! მდარე ცინიკოსი"-როგორ ეხმაურებიან გახარიას ინტერვიუს
ავტორი: გურიის მოამბე
"ოო, რა მწარედ დასასჯელია! მდარე ცინიკოსი"-როგორ ეხმაურებიან გახარიას ინტერვიუს

შინაგან საქმეთა მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები აფასებენ. 

დავით ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტია": "ოო, რა მწარედ დასასჯელია! მდარე ცინიკოსი. რო უბერავს, ესეც აშკარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ სასამართლოს მკაცრ განაჩენს ფსიქიატრმა გადაარჩინოს"(((

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი: "დღეს ვიფიქრე, რომ გარე საფრთხეების გათვალისწინებით, წინასაარჩევნო სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი. გრძელი განცხადება გამოვაცხვე, რომელშიც გახარიას გადადგომა დღის წესრიგიდან მოვხსენი. ახლა გადავიფიქრე - ის უნდა გადადგეს"...

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა": "„შს მინისტრი არის უბრალოდ შეშინებული და მართლაც ადამიანს არ ჰგავდა, როგორ შეიძლება ეთქვა შს მინისტრის ის, რაც თქვა, რაც ილაპარაკა. რა ჰგონია, რომ ხალხი გადაიფიქრებს და სხვა პოზიციაზე დადგება? ჩემი აზრით, გახარია-ივანიშვილის რეჟიმის ისტორია შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად - ხალხისთვის, ქართველი ერისთვის თვალის ჩაკვრიდან თვალის დათხრამდე

ნინო ჟანგირაშვილი, ჟურნალისტი: "ეს აღვირახსნილი ჩეკისტი ასეთ თავხედურ დემაგოგიას რომ ბედავს თან. არ დავიღლები სანამ ამას არ მოვაშორებთ. #გახარიაგაგაგდებთკინწისკვრით"

ელისო კილაძე, ჟურნალისტი: "#20ივნისის დარბევა არ პრავდება !

ინტერვიუსთვის მზად არაა !
არგუმენტებში ვერ დამაჯერა!
გადადგომა გაქცევა არაა-პასუხისმგებლობაა!
ძალის გადამეტებაზე დასჯილი არავინ არაა !
პროპორციული ძალა თვალების დათხრაა?!

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი: „22-ით ნოლი უკვე გამანადგურებელი ანგარიშია ნებისმიერ სპორტში, სამარცხვინოდ მარცხდება ხელისუფლება, ეს იყო პიკი იმიტომ, რომ დავუძახეთ „სირცხვილია, მშიშარა,“ იმიტომ, რომ 30 მომიტინგესთან, როცა ვერ გამოდიხარ, მით უმეტეს კორდონი როცა გიცავს. გინდათ თუ არა შს მინისტრი, რომელიც იპარება სარდაფიდან, სადაც ელოდება 30 ადამიანი?“ 

თამარ ჩერგოლეიშვილი: “ბატონო გახარია, ჰედლაინებს გადავავლე მხოლოდ თვალი - თქვენ გქონდათ შესაძლებლობა (სასამართლოში - უფლებაც) დუმილი შეგენარჩუნებინათ და გადამდგარიყავით. ამის ნაცვლად, თქვენ პოსტზე დარჩენა და ტყუილების ლაპარაკი არჩიეთ.

ყველაფერი, რაც თქვით, თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

არ მოგასვენებთ არსად.

სადაც წახვალთ, ყველგან დაგხვდებით.

ყველგან პოლიციის კორდონები დაგჭირდებათ.

ყველგან შერცხვებათ თქვენს დაქვემდებარებულ პირებს თქვენ გამო.

ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი გაიგებს, რომ არალეგიტიმური ბრძანდებით.

კეთროვნად გაქცევთ, სწორედ იმ ცინიზმის გამო, რაც თქვენ ტვ პირველის ეთერში დაღვარეთ.

თამარ ბაღაშვილი: "რკინის კაცი" გამახსენდა, ასე ამბობდა, რკინის ვარ და ვერ მომერევითო და ორ კვირაში ჯართში ჩააბარეს )

'.$TEXT['print'].'