"სარკეში ჩაიხედეთ და მოიშორეთ დიდძალი ნეხვი..."-ნინო წილოსანი აკაკი ზოიძეს იცავს
ავტორი: გურიის მოამბე
"სარკეში ჩაიხედეთ და მოიშორეთ დიდძალი ნეხვი..."-ნინო წილოსანი აკაკი ზოიძეს იცავს

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი მისი კოლეგის აკაკი ზოიძის დასაცავად სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპონენტებს მიმართავს: 

"მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე .

სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი , რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა".

შეგახსენეებთ, რომ აკაკი ზოიძემ ტვ პირველის ეთერში ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს და რუსთაველზე მდგარ ახალგაზრდებს მეხუთე კოლონა უწოდა. 

"ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას"-განაცხადა ზოიძემ.

'.$TEXT['print'].'