"ივანიშვილს უყვარს ჯალათები"
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილს უყვარს ჯალათები"

„დღეს გამოიყურებოდა, როგორც სოციოპათი, ის საფრთხეა,“- ეს განცხადება, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ შინაგან საქმეთა მინისტრზე საუბრისას გააკეთა.

გიორგი გუგავა ამბობს, რომ გიორგი გახარია საშიშია. მისივე თქმით, ივანიშვილს სჭირდება ასეთი კადრი თანამდებობაზე და ამიტომ არ უშვებს.

„მისი ყოველი დღე, ყოველი საათი ყოფნა ამ თანამდებობაზე, როდესაც ამხელა ძალაუფლება გააჩნია, ასეთი ყაიდის, ასეთი ტიპის ჯალათი საფრთხეა, ხვალ შეიძლება ცხელი ტყვია გამოიყენოს... ის ყველაფერზე წამსვლელია ივანიშვილის გამო და ივანიშვილს ჯალათები უყვარს საერთოდ. თავის დროზე ის იყო ლებედის დამფინანსებელი,“ - ამბობს გუგავა.

გუგავას თქმით, გადატრიალების ბრალდება აბსურდია, რადგან პარლამენტის წინ აღელვებული მოქალაქეები იდგნენ.

'.$TEXT['print'].'