"ძალიან ახლოს ვართ იმ სტადიათან, როცა ხელისუფლების მომხრეობა უკვე დიაგნოზის ტოლფასია"
ავტორი: გურიის მოამბე
"ძალიან ახლოს ვართ იმ სტადიათან, როცა ხელისუფლების მომხრეობა უკვე დიაგნოზის ტოლფასია"

რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთი ლიდერი სოციალური ქსელით გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება:

"პატარა ჩაანალიზება.

ფრენდლისტში ყველანაირი ხალხი მყავს დიაპაზონით რადიკალი ნაციდან რადიკალ ქოცამდე. ჰოდა გახარიას ინტერვიუს შემდეგ რომ გადავხედე, ასეთი სურათია.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ გახარიას. ეს ეხება როგორც რადიკალ, ისე ზომიერ ოპოზიციონერებს თუ ე. წ. შუაშისტებს.

ხელისუფლების მომხრეები კი ან ძალიან ან შედარებით მორცხვად კმაყოფილები არიან გახარიას გამოსვლით და აგინებენ ინგას და ნაცმოძრაობას. ამ უკანასკნელს უფრო.

აქედან გამომდინარე:

ა) როგორც ჩანს, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რას ამბობ, მთავარია წინასწარი განწყობა.

ბ) ძალიან ახლოს ვართ იმ სტადიათან, როცა ხელისუფლების მომხრეობა უკვე დიაგნოზის ტოლფასია.

მართლაცდა, რანაირად შეიძლება ადამიანს მოგეწონოს ის, რაც ყველამ ვნახეთ? აი, როგორ? რანაირად? დაქირავებული ტროლის ამბავი კიდევ გასაგებია, იმას რა ნამუსი უნდა მოთხოვო, მაგრამ შენით დაწერო გახარიას საქებარი ამ გადაცემის მერე, თანაც უფასოდ?

ასე, რომ საბოლოო დასკვნა შემდეგია: თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ გაისად, მაგარი დარხეული გვაქვს."- წერს ზურაბიშვილი.

'.$TEXT['print'].'