7 ადამიანი დაშავდა მათ შორის სამი ტურისტი ლანჩხუთში მომხდარი ავარიისას
ავტორი: გურიის მოამბე
7 ადამიანი დაშავდა მათ შორის სამი ტურისტი ლანჩხუთში მომხდარი ავარიისას

7 ადამიანი დაშავდა მათ შორის აზერბაიჯანელი ტურისტები დღეს თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

როგორც "გურიის მოამბეს" შსს დან აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანთან მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. ერთერთი მათგანი აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრებითაა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მიერ დაშავებულები ლანჩხუთის კლინიკაში გადაიყვანეს

'.$TEXT['print'].'