„პუტინმა რა ქნას იცი“?! -გურულების გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს
ავტორი: გურიის მოამბე
„პუტინმა რა ქნას იცი“?! -გურულების გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს

 

როგორ უყურებენ და აფასებენ გურულები რუსთაველზე  20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მიმდინარე აქციებს,  ახალგაზრდების მოთხოვნებსა და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს-ამის გასარკვევად „გურიის მოამბემ“ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ახალგაზრდების მოთხოვნებს და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მათ მეტაფდ უნდა გაუწიოს ანგარიში.

რაც შეეხება რუსულ პოლიტიკას, მათი განცხადებით რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი საქართველოს მტერი.

ო.ტრაპაიძე - მომავალი თაობიდან იწერება საქართველოს  ახალი ისტორია,  რომლის  ძაან მაგარი კმაყოფილი  და ბედნიერი ვარ,  რომ გვყავს  ასეთი მომავალი  თაობა. რომლებიც ასე ლამაზად და კარგად უძღვება ამ საქმეს   და იმედი მაქვს  მიიყვანენ  ბოლომდე. ჩვენ  მთავრობა არ გვყავს. მითუმეტეს ეხლა.  ეს მთავრობა არაა, ესენია მოძალადე   ხალხი.  ერის  საწინააღმდეგოდ მართული ხალხია მაგენი.  რა თქმა უნდა რუსი ოკუპანტია.  გზავნილი პუტინს - მოშორებოდეს მსოფლიოს  მაგის  სახელი ადრე და მალე.

ზ.ვ. - რუსეთი ოკუპანტი არის, აბა არ არის? აქეთ რომ გვაბრალებს   სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპანტობას, ეს სიმართლე არ არის. ნამეტარი არეულია ქვეყანა და რა ეშველება არ ვიცი. გზავნილი პუტინს-------შეისწავლოს საქართელოს ისტორია კარგად.

დათო გორელიშვილი - პირველ რიგში, ქართველმა უნდა  მოერიდოს ქართველს. ქართველი თუ არ გიყვარს,  ყველა რაღაცას გააკეთებს იმფერს, რომ გული გატკინოს.  რუსეთი თავისთავად ოკუპანტია. თავიდანაც მასე იყო მოყოლებული, წლების წინ დაწყებული- აქამდე. მარა  პატარა მორიდებაც კი  უნდა. ასე  გალანძღვაც  არ უნდა,  რომ  რამე არ გააკეთოს ისეთი თავის თავსაც აზარალოს და ჩვენც.  არაა ლამაზი  ასეთი გამოსვლები,  ნახატები. ბავშვებიც უყურებს ამ ყველაფერს.  კი ვიცით რაცაა, მარა ჯობია უფრო ლამაზად   გამოხატოს. ადამიანს უნდა მორიდება და მისი უფლებების დაცვა.  თვალები  რომ დათხარეს ეს რაფერ შეიძლება?  სხვანაირად შეიძლებოდა  და აუცილებლად სხვა ფორმები უნდა  მოენახათ.   გამწარებულ  და  უფულო ხალხს, რომ   დეერევი და დაჟლიტავ, არაა მიზანშეწონილი  არანაირად. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ. არ არსებობს  ისეთი ადამიანი, თავისი ერი რომ არ უყვარდეს და  ამფერი ადამიანი რომ იყოს უფროსობაში, ჩემი საქართველო  ყველაზე გაბრწყინებული  იქნება.  53 წლის ვარ და წავალ საომრად კიდო. მთელი ცხოვრება ვომობთ და ვწვალობთ. პუტინს გზავნილი-თავის ქვეყანას მიხედოს და ჩვენ ჩვენს ქვეყანას მივხედავთ. არავითარი უფლება არა აქვს მაგას,  საქართველოში შემოჭრის. საკუთარ სახლში არავინ არ  შემოუშობს  და მიწას არ მიცემს. რაც გაჟლიტენ და რაც დახოცენ  ჩვენი ხალხი, ეყოთ და  აწი  შეეშვან. წვეთზე ვართ დამდგარი.

ქეთინო სალუქვაძე - აქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ გადადგება გახარია.   ეს მოთხოვნა არის ძალიან სწორი. იმიტომ, რომ არ იყო იქ ისეთი სიტუაცია, რომ ასე მოექცა ახლაგაზრდა გოგო-ბიჭებს. ის გოგო და ის ბიჭი რომ იწვა იქ გასისხლიანებული და ხელებით რაღაცას ანიშნებდა, ხელებაწეულს ესროლეს და  გეფიცებით მთელი ღამე თვალწინ მედგა ესენი. ამასთან დაკავშირებით უნდა გადადგეს გახარია. მეც რომ ვიყო თბილისში, მეც შევუერთდებოდი  ამ აქციას. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთი არის ნამდვილად ოკუპანტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. გვაცალოს ჩვენს საქართველოში ცხოვრება. ხალხს შეუძლია საქრათველოს მართვა და ვიქნებით  ვიცხოვრებთ.  არ ვართ ჩვენ  იმდენი, რომ ვერ მივხედოთ  ერთმანეთს. მაგი რომ არ იყოს, ალბათ, ჩვენ უკეთესად ვიქნებოდით.  გზავნილი პუტინს-----ქართველი ხალხი არის ერთმანეთის მოსიყვარულე და გვაცალოს ქართველებს. რაც დაგვიშავეს, დაგვიხოცეს ხალხი,   აფხაზეთში ცხოვრობდა    და  შვილმკვდარი დედები არიან,   აი იმათ საპატივცემულოდ მაინც დაგვანებონ თავი.

ს.კ. - რუსეთი ოკუპანტია. გზავნილი პუტინს  --არაყს არ დავლევ მასთან.

მ.კ. -  ახლა რაც ხდება, არ მომწონს. აქცია მანამ უნდა გაგრძელდეს  სანამ არ გადადგება გახარაია.  სურვილი ასეთია.  რუსეთს ოკუპანტი ქვია აბა რა ქვია? გზავნილი პუტინს -------პუტინმა რა ქნას იცი?!  დაგვანებოს თავი და მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ჩვენ.

ლანა ჩხაიძე - -ვეთანხმები აქციას, უნდა გაგრძლედეს აუცილებლად. რუსეთი ოკუპანტია. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ახალგაზრდა თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა გამოიჩენს გულისხმიერებას და კიდევ არ ესვრის ტყვიებს და  არაფერი  ცუდი კიდე  არ მოხდება. გზავნილი პუტინს - დაანებოს საქართველოს თავი და რაც მიწები  წაგვართვა დაგვიბრუნოს.

ბიძინა თავდუმაძე - მივესალმები მთავრობა თუ შეიცვლება.  გახარია ვინ არის?! გახარია არავინ არაა, ბიძინა უნდა შეიცვალოს, უნდა წევიდეს.  სანამ მაგი არ წავა,   ქვეყანა არ დაწყნარდება.   არ გაამართლა ამ მთავრობამ. აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ახალგაზრდებით აღფრთოვანებული ვარ.   სააკაშვილს ეყო სინდის-ნამუსი, რომ წააგო  მიხვდა და გადადგა.  ამან,  ორჯერ წააგო და მაინც არ წევიდა. რუსეთი ოკუპანტია ნამდვილად.  20 წლის უკან,  რომელიღაცა  მეფემ ხელი  მოაწერა და  ამიზა არ  უნდა დამაყენო ჩემს სამშობლოში? რა უნდა რა დუუშავეთ.   სინამდვილეში მე  თუ  მკითხავ,   არც ამერიკაა და არც რუსეთი ჩემდა.  დამაყენონ აქანე, შავ პურს ვჭამ და ჩემდა ვიქნები. თუ არადა  ევროპაში მე თუ არ წავალ,  ახლაგაზრდები ხო წახვალთ. ვინ  გგონიათ თქვენ პუტინი ვინაა?? არავინ არაა, არც იგი არაა. გზავნილი პუტინს --------- დამანებოს თავი, ჩემ ეზოში დამაყენოს. რა უნდა ბიჯო რომ მოდის და მოდის რა უნდა ჩემთან, არ ყოფნის მას ტერიტორია? სირცხვილია  მისი, რომ ასე პატარა სახელმწიფოს, უქმნის პირობას ისე, რომ დაუჩოქოს მას.

ვრცლად "გურიის მოამბის" ქუჩის გამოკითხვა ნახეთ გაზეთის 15 ივლისის  ნომერში. 

 

'.$TEXT['print'].'