რა უშველოთ, ტვინს და მეხსიერებას, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - მეშვიდე ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
რა უშველოთ, ტვინს და მეხსიერებას, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - მეშვიდე ნაწილი

ტვინს , ყველაზე მეტად, დაავადებული ფილტვი აზიანებს. დაავადებული ფილტვი, ტვინს უდროოდ აბერებს. კოგნიტურ შესაძლებლობებს, ახალგაზრდა ასაკში ზღუდავს. ფილტვები, ძალიან დიდი და ამოუწურავი თემაა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ვისაც ჰგონია, რომ ფილტვების ანთება, კრეპიტაციის მოსმენით გამოიხატება, იმისთვის ფილტვები, პატარა თემაა. ხშირად ვწერ, ფილტვების ანთების ტიპებზე, რომლებიც არც რენტგენზე ჩანს და თუ ექიმი, ძლერი სპეციალისტი არაა, შეიძლება, ვერც გამოიცნოს. ატიპური, ფილტვების ანთების დროს, ისე განსხვავდება, ექიმების აღქმა, როგორც კომპოზიტორის ყური და იმ ადამიანის ყური, ვისაც სპილომ, ზედ ტალახიანი ფეხი დააბიჯა. ადამიანის სიკვდილს, 95 პროცენტში, წყვეტს, ფილტვების ანთება. კიბოთი დაავადებულიც, არ მოკვდება იმ დღეს და სხვა თვეში მოკვდებოდა, იმუნოდეფიციტური, ფილტვების ანთება,რომ არ დამართოდა. რაც უფრო მძიმეა ანთება, მით უფრო , არა აქვს ხველა და არ ჩანს რენტგენზე. ჩუმმა ანთებამ მოკლაო, გაიგონებთ ხშირად. ჩუმი და არმოურჩენელი, იმ სპეციალისტისთვისაა, ვინც არ იცის. ვინც იცის, იმას ესმის კიდეც, იმ ჩუმი ანთების ხმა. გულის დაზიანების , გადაგვარების, საოპერაციოდ გამზადების მიზეზი, 90 პროცენტში , ვერ აღმოჩენილი და გადატანილი, ფილტვების ანთებაა. გადატანილი და ვერ დაფიქსირებული, ფილტვების ანთების შემდეგაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაავადებული და იმუნიტეტშეზღუდული. მედიცინა ურთულესი დარგია. ექიმობას, როგორც თეორია და პრაქტიკა სჭირდება , ისე სჭირდება სპეციფიკურად ნიჭიერი ადამიანი. როგორც დიზაინერი, ვერ შეკერავს. როგორც ორთოპედი ვერ გააკეთებს. ისე ვერ გააკათებს ექიმი, თუ ის, განსაკუთრებული ნიჭის არ არის. ფილტვების გაურკვეველი, მდგომარეობის გამო, ბევრი ადამიანი იღუპება. ფილტვების სიმსივნის დიდი წილი, ვერ დაფიქსირებულ , ანთებაზე მოდის. ძალიან სერიოზული საკითხია. ბევრი შეცდომებია, ფილტვების ანთების დაფიქსირებაში. ჩემზე რომ იყოს, სწავლების სპეციალურ, კურსებს შევქმნიდი, მედიცინის მუშაკებისათვის. საბედნიეროდ, ყველას , არ სჭირდება. მაგრამ, სამწუხაროდ, გუგეშაშვილის თერაპიის შემდეგ, იმდენად გაიზარდა, თერაპიული მეცნიერება, ცას მიწვდა. მიწაზე არ უნდა დავრჩეთ, როცა ადამიანის სიცოცხლესთან , გვაქვს საქმე. სკლეროზების მიზეზებშიც, უდიდესია, ვერდაფიქსირებული, ფილტვების ანთების როლი. ამერიკელებმა, ფილტვების ანთების გამოცნობა, მუსიკით მოგვიწყვეს. კონსულტანტს თვალები, თანდათან უფართოვდებოდა. ყველა გამოვიცანი. ბოლოს გაუშვა , ბახის მუსიკის მაგვარი. ამას ვერ გამოიცნობო, მითხრა. ამაში ყველა იჭრებაო. კი გამოვიცნობ. ვუთხარი------- ეს ბრონქული სუნთქვაა და ამა და ამ ანთების დროს ისმინება ასეო. პასუხი სწორი იყო. ტვინის პრობლემები, სკლეროზები, ინსულტის სიხშირეები, ყველაზე მაღალი რანგის, ევროპული კვლევებით, გაპარულ ფილტვების ანთებებს დაბრალდა. თუ თქვენ , მთიანი რაიონის, ბოლო სოფელში ხართ და კარგი ექიმი გყავთ, ენდეთ თქვენს ექიმს. დღეს, მთელი საქართველოს ექიმები, ყველა, ერთ გამოცდას ვაბარებთ. პოპულარულ კლინიკაში, შეიძლება, ძვირფასი ექიმიც შეგხვდეს და შეიძლება უტვინოც. იმიტომ რომ, დღეს საქართველოში, არ არის შექმნილი, სამედიცინო მომსახურეობის, ზოგადი სტანდარტი.ზოგადი სტანდარტი, რომ იყოს, მაშინ ყველა, საშუალო და კარგი იქნებოდა. ამაზე, ჯანდაცვის ხელმძღვანელობამ , უნდა იზრუნოს. კლინიკების დირექტორებს, ეს არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია ,ბევრი ფული შევიდეს. განსაკუთრებით, იმ კლინიკების, ვინც მეხაშეებმა,მეკარტოფილეებმა და ასეთებმა შექმნეს. მათთვის სულ ერთია, მცოდნე და უცოდინარი ექიმი. ამით კი , პაციენტი ზარალდება. ადამიანების სიცოცხლე მოკლდება. შარშან , ამ დიდი პრობლემის გამო, ფ-ზეც დავდე, ჩემი გულიტკივილი. ახალგაზრდა კაცის მეუღლემ, არ დამიჯერა, რომ ფილტვების ანთება ჰქონდა. რადგან , რენტგენზე არ აღმოჩნდა.ერთ -ერთ კლინიკაში, მოუხსნეს წამლები. შემდეგ, მალე ფილტვების შეშუპებით გარდაიცვალა, უმკურნალო ანთების გამო. უთხრეს, რომ გულის უკმარისობა ჰქონდა. გულის უკმარისობა კი, ჰქონდა ფილტვების ანთებისგან. არ არსებობს , ფილტვების ანთება, გულის უკმარისობის გარეშე. ისტორიაში, ადრე რომ იწერებოდა , აკადემიური ისტორიები, ვერ დაასაბუთებდი ფილტვების ანთებას, თუ მას , პირველი ხარისხის , გულის უკმარისობა, მაინც არ ჰქონდა. ძალიან გადახვევა გავაკეთე. მაგრამ, იმდენი ცუდი შემთხვევა ვიცი. იმდენად საჭირი თემაა. მინდა, გულით მინდა , ამ საშიშროების შესახებ, ყველამ იცოდეს. ასე რომ, კვლევებით დადასტურებულია, გულის და ტვინის დაზიანების, უდიდესი რიცხვი, დაუფიქსირებელი, გაპარული, ფილტვების ანთების გამოა. ნებისმიერი დაავადების დროს, იმ კონკრეტულ ორგანოს გარდა, ძალიან ზიანდება ტვინი. გადავხედოთ ფსიქოლოგიას. მეხსიერება, მარტო წარსული, არ არის. ის არის: აზროვნება, აღქმა, გრძნობები, გამოცდილება, შეხედულება, ინტერესი, მიზანი და სხვა. როცა ადამიანი, მიიღებს ტრავმას ან ემართება, რაიმე დაავადება. ტვინში ,ის უბანიც ზიანდება, რომელიც, ამ ტრავმის ადგილს აკონტროლებს. ტვინის პატარა უბანის დაზიანება, უკვე მეხსიერებაზე , ცუდად აისახება. მეხსიერება, ტვინის , ყველაზე მთავარი ფუნქციაა. მეხსიერების გარეშე, რამეს შესწავლა, ვერ მოხდება. ინტელექტი, სამი ერთეულისგან შედგება :შემეცნების შესაძლებლობა, ცოდნის არეალი და კონტროლის ფუნქცია. თუ ადამიანი, ახალ ინფორმაციას, ვერ აფიქსირებს, ანტეროგრადული ამნეზია ეწოდება. მანამდელი მოვლენები, თუ არ, ახსენდება ადამიანს, ამას რეტროგრადული ამნეზია ეწოდება. ამნეზიური სინდრომის დროს, შესწავლაა გაძნელებული. ადამიანი , ამ დროს ბავშვობის მომენტებს , საფუძვლიანად იხსენებს. ამნეზიურ სინდრომთან, განვიხილოდ, ცნობილი------- კორსაკოვის სინდრომი. ის ამნეზიებში გადის. მას იწვევს: ბ1 ვიტამინის დეფიციტი, ალკოჰოლიზმი, ხანგრძლივი დიეტა და საერთოდ, შიმშილი. ეს ბევრ ბავშვს აქვს და არც მშობელმა იცის და არც პედაგოგმა, ხშირად. ამ სინდრომის დროს, დაზიანებულია ტვინის , ლიმბიური სისტემა, დიენცეფალონი და ტვინის ბირთვები. კორსაკოვის სინდრომის დროს, ღრმად შეფერხებულია, შესწავლა ანუ ხანმოკლე მეხსიერება. მაგრამ, მუშაობს, მყისიერი მეხსიერება. ბავშვს შეუძლია, სხვადასხვა ინფორმაციები დაიმახსოვროს. ბევრჯერ მინახია , დედა ან რეპეტიტორი მასწავლებელი, როგორი ვირის ყროყინით უყვირის ბავშვს, რომელიც ვერ იმახსოვრებს. იმიტომ, რომ პრობლემა აქვს. შვილის გაჩენა და აღზრდა , მარტო სექსი, არ არის. პედაგოგობა, უდიდესი პრესტიჟია.მაგრამ, პედაგოგს ცოდნა უნდა ჰქონდეს, არა მარტო, ამ საგნის . ის ფსიქოლოგი უნდა იყოს, რაღაც დონეზე. სხვა შემთხვევაში, ის ჩვეულებრივი, სწავლული იდიოტი და მოძალადეა. თუ მეხსიერების რღვევა, ფსიქოლოგიურ პრობლემის გამოა, ეს კარგად მორჩება მედიკამენტებით. როცა ადამიანებს, რომელიმე ორგანოს დაავადებისგან, ასთენიური სინდრომი აქვთ ანუ სუსტად არიან, მათ ყველა ვარიანტში, დაქვეითებული აქვთ მეხსიერება. ამ დროს, კარგად მუშაობს, არსებული ძირითადი დაავადების, მკურნალობა და მეტყველების ვარჯიში. მეხსიერება მალე სწორდება. ჰერპესი დაბალ დონეზე , მოდაში შემოვიდა. ყველა, თითქმის, ჰერპესის დიაგნოზით დადის. ნეტავ , ყველა ჰერპესი ფიქსირდებოდეს. ჰერპესია, ბავშვს ან მოზრდილს, პარალელურად, სიცხეები აქვს, რაც ვირუსში გაყავთ ხშირად. ეს სიცხეები კი, ძალიან ხშირად, მარტივი ჰერპესული ენცეფალიტია. ამ შემთხვევაში, ენცეფალიტის , მარტივი ფორმა .სხვა რამეზე , დალეული წამლებით, ესეც გაიწოვება. მაგრამ ტოვებს, კორსაკოვის სინდრომს. ყველა, არასწორად მართული დაავადება, ღრმა კვალს ტოვბს ტვინზე. ადამიანს სრული ანამნეზი, კარგად რომ გამოკითხო,შემდეგ , აღარც გაგიკვირდება, რატომ აქვს, მას სკლეროზი. პარამნეზიას გამოიცნობთ, შეცდომით დამახსოვრების უნარით. მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ მეხსიერების კარგვა, ეს ნოზოლოგიაა. ცალკე დაავადებაა. თუ ის იწყება, აზიანებს თანდათან ტვინს და იწყება 30 ან 40 წლიდან.ის გრძელდება მანამდე, სანამ არ გამოვლინდება ალცჰაიმერის დაავადება. ამიტომ ტვინის მოვლა , ტვინის გაფრთხილება, პატარა ბავშვობიდან, სჭირდება ადამიანს. 4 ალელური გენის არსებობა, 10 ჯერ ზრდის ალცჰაიმერის რისკს. ბავშვს თუ, თავის ქალას, ტრავმა აქვს გადატანილი, ის ალცჰაიმერის რისკის ჯგუფშია. უდიდესი რეაქცია მაქვს ტრავმაზე, თუნდაც მშობელს ეკიდოს და არ მომყვეს. ვიწყებ ყინულით და ვაიძულებ მშობელს, თუნდაც , ყველაზე იაფანი, გამწოვი იყიდოს. თუ ჰორმონული მოშლაა, ქალს მეტად აქვს, ალცჰაიმერის შანსი. თუ ადამიანი, მუდმივად განათლებას ეწაფება, მას ალცჰაიმერის, ნაკლები რისკი აქვს. მენტალურ-------- ინტელექტუალური, ზეწოლა ტვინზე, ნეირონების განადგურებას, ხელს უშლის. მეხსიერება შეიძლება დაქვეითდეს-----------------1ჰიპოქსიის დროს, რომელიც, ჩვენი დაბინძურებული გარემოს პირობებში, ყველას აქვს. მათ შორის ბავშვებს. ერთად ვიბრძოლოთ, გარემოს გასაჯანსაღებლად. დილით და საღამოს , ექსტრემების გარდა, შემცირდეს მანქანებით გადაადგილება. 2ენდოკრინული დარღვევების დროს. მაგ ჩიყვის დროს.3 დაბალი შაქრის დროს. დღეს არასრულფასოვანი კვების გამო, მოსწავლეთა უმრავლესობას, დაბალი შაქარი აქვს.4ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს.5 თავის ტრავმის და თავის ტვინის დაავადებების დროს.6ყველაზე მეტად, ვიტამინების ნაკლებობის დროს.

გაგრძელება იქნება
'.$TEXT['print'].'