ხარიტონ ჩხატარაშვილი ჩოხატაურის "ბახმაროს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა (ექსკლუზივი)
ავტორი: გურიის მოამბე
ხარიტონ ჩხატარაშვილი ჩოხატაურის "ბახმაროს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა (ექსკლუზივი)

ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ხარიტონ ჩხატარაშვილი ჩოხატაურის "ბახმაროს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის "მერცხალიდან" აცნობეს. 

მათი განცხადებით, ჩხატარაშვილი სასწავლო სამწვრთნელო პროცესს ჩოხატაურის "ბახმარო"-ში 25 ივლისიდან შეუდგება. 

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საფხებურთო კლუბ "ბახმაროს" ხელმძღვანელობას, ნდობისთვის და პროფესიული ღვაწლის დაფასებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩოხატაურის "ბახმარო" ერთ-ერთი წარმატებული გუნდი გახდება ეროვნულ ჩემპიონატის ლიგა სამში"-გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა. 

აღნიშნულ პოსტზე ჩხატარაშვილმა თემურ ლორია შეცვალა, რომელმაც კლუბ "ბახმაროს" მთავარი მწვრთნელობიდან, ლანჩხუთის "გურიას" ადმინისტრაციაში გადაინაცვლა.  

'.$TEXT['print'].'