"ცინიზმი და პოლიტიკური უზნეობა... "ოცნება" განწურულია მარცხისთვის"
ავტორი: გურიის მოამბე
"ცინიზმი და პოლიტიკური უზნეობა... "ოცნება" განწურულია მარცხისთვის"

"პოლიტიკური უზნეობა" - ასე აფასებს ანალიტიკოსი არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომელიც მან შს მინისტრის მისამართით გააჟღერა და თქვა, რომ "გახარია მაგარი კაცია" და მისი გადადგომა "სამშობლოს ღალატის ტოლფასია". 
ამასთან ახვლედიანი ყოფილი პრემიერის იმ განცხადებასაც აფასებს, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის ღამეს მას პოლიციასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და დაებევის ბრძანებაც არ გაუცია. 
მისივე თქმით, ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გაკეთებული განცხადებებიც კი გადაფარა. 

"ცინიზმი, უპასუხისმგებლობა და პოლიტიკური უზნეობა... გამოდის რომ შუაღამისას ვერ იზამდა, იმიტომ რომ ისვენებს (დარბევის ბრძანებას არ გასცემდა) შუადღისას კი გასხემდა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. მთავრობა რომელიც ძალადობს, მერე ასე უტიფრად თავს იმართლებს განწურულია მარცხისთვის. ეს იქნება წაშლა ამ კონგლომეტარის საქართველოს პოლიტიკური ისტრიიდან"- განაცხადა ახვლედიანმა.
'.$TEXT['print'].'