ავარია გომში-დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა
ავტორი: გურიის მოამბე
ავარია გომში-დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ახალგზარდა დაშავდა. 

ჩვენთვის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციით, დაშავებულები სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებლები არიან.

 ავტომანქანა, რომლითაც ისინი გომის მთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კალოასთან მოსახვევში ავარიაში მოყვნენ. 

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფოო დახმარების ორი ბრიგადა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. რაც შეეხება დაშავებულებს,ისინი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

'.$TEXT['print'].'