ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი უცვლელია და არც ცდილობს გადახედვას- გამზარდია
ავტორი: გურიის მოამბე
ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი უცვლელია და არც ცდილობს გადახედვას- გამზარდია

"ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი არის უცვლელი და არც ცდილობს გადახედვას. იმედი აქვს, ვიდრე ეს მესიჯბოქსები მუშაობს, რიტორიკა არ უნდა შეცვალოს.

"ის გამოჩნდა კმაყოფილი და გამარჯვებული, თავისი სიტყვა თქვა, ეს არის ზოგადი შესამოსელი მისი გამოჩენის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

რჯვებული, თავისი სიტყვა თქვა: სახელმწიფო ცხოვრობს კარგად, წინ მივდივართ, ხელისუფლება არის კარგი და მხოლოდ ოპოზიციაში პოულობს პრობლემას. ეს არის მისი მწყობრი შეხედულებები და საკუთარი ხელისუფლების პროპაგანდა.

კარგი იყო ნაწილობრივი კრიტიკა მაინც ყოფილიყო მის განცხადებებში, მაგრამ იმედი აქვს, ვიდრე ეს მესიჯბოქსები მუშაობს, რიტორიკა არ უნდა შეცვალოს.

თუმცა, ერთი საინტერესო მომენტი დავაფიქსირე; ივანიშვილი, ადრე თუ ჩნდებოდა კრიზისის დროს და მისი სიტყვა განმუხტავდა კრიზისს, ახლა ჩნდება, როცა კრიზისი გადაივლის, ანუ საზოგადოებაში მისი გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს.

 განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ოცნება" მომავალ პარლამენტში ისევ უმრავლესობით მოვა, არის წინასაარჩევნო და თავის ამომრჩეველზე ორიენტირებული რიტორიკა, ხელოვნური იმედების შექმნა საზოგადოებაში.

რაც შეეხება იმას, რომ არ ითანმაშრომლებს "ნაციონალურ მოძრაობასთან", ცოტა სასაცილოა, რადგან როგორ შეიძლება არ თანამშრომლობდე, როცა ყველა მანკიერება აიღო, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის სისტემაში იყო.

ეს იყო მესიჯი, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა, გათვლილი "ოცნების" ძველ ამომრჩეველზე და აქტივისტებზე, რომლებსაც ასეთი განცხადებები მოსწონს და ელოდება.

მოლოდინი მიჭირს, მე უფრო ვაცნობიერებ იმას, რომ მედიაგარემო, რომელიც დღეს გვაქვს, აქ მნიშვნელოვანია "რუსთავი 2-ის" როლი, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ევროსასამართლო გააცნობიერებს რა მედიაგარემოც არის დღეს საქართველოში და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ შეაჩერებს.

 

"რეზონანსი"

'.$TEXT['print'].'