"როცა ამბობს სამშობლოს ღალატიაო, მართალია, თუკი თავის სამშობლოდ მიიჩნევს რუსეთს"
ავტორი: გურიის მოამბე
"როცა ამბობს სამშობლოს ღალატიაო, მართალია, თუკი თავის სამშობლოდ მიიჩნევს რუსეთს"

როცა ამბობს სამშობლოს ღალატიაო, ალბათ მართალია, თუკი თავის სამშობლოდ მიიჩნევს რუსეთს - ასე აფასებს აქციის „სირცხვილია“ ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

„როცა ამბობს სამშობლოს ღალატიაო, ალბათ მართალია, თუკი თავის სამშობლოდ მიიჩნევს რუსეთს, იმიტომ, რომ რუსეთის ღალატია, თუ საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც ეკუთვნის ეროვნულ ხალხზე ორიენტირებულ ხელისუფლებას და არ აიტანს ძალოვან მინისტრს ანუ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის იმაში, რომ ვიღაცის ბრძანებით და გულგრილობით ჩვენს თანამოქალაქეებზე ქუჩებში „ნადირობენ“.

ამას სასამართლო განსჯის, რამდენად იყო გადატრიალების მცდელობა, საღამოს პარლამენტში რომ შევა რამდენიმე ათეული კაცი, ეს რანაირად გამოიწვევს გადატრიალებას, გაუგებარია“,-განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში".

'.$TEXT['print'].'