„ქართულ ოცნებას“ აქვს იმის ამბიცია და რესურსი, რომ უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში
ავტორი: გურიის მოამბე
„ქართულ ოცნებას“ აქვს იმის ამბიცია და რესურსი, რომ უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის შეფასებით, მოსახლეობის გადასაწყვეტია, როგორ დაკომპლექტდება 2020 წელს საქართველოს პარლამენტი.

თუმცა, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის ამბიცია და რესურსი, რომ უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში.

„ზოგადად პარლამენტში რამდენი პარტია მოხვდება, ეს არის დამოკიდებული მოსახლეობაზე. პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას მივესალმები, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს მოქალაქეობრივი მოვალეობა არჩევნებზე, თავიანთი გემოვნების და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, იმ პროგრამების მიხედვით, რომელიც წარდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მათი გადაწყვეტილების მიხედვით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში „ქართული ოცნებაც“ ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია და „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ უმრავლესობით მოვიდეს 2020 წლის პარლამენტში, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის არჩევანზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე პირველად ესმის, რომ საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 2021 წელს გაიმართოს.

'.$TEXT['print'].'