"ვის რა ჭირად უნდოდა თქვენი გადატრიალება? თქვენ უკვე დიდი ხანია ქვეყანა გადაატრიალეთ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ვის რა ჭირად უნდოდა თქვენი გადატრიალება? თქვენ უკვე დიდი ხანია ქვეყანა გადაატრიალეთ"

"მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ ეს უკანონო რეპრესიები. იმიტომ, რომ როცა შენ თვითონ არ სჯი შენს თავს და შენს დანაშაულს სხვას აბრალებ, ეს უკვალოდ არ ჩაივლის და ამისთვის აუცილებლად მოგეთხოვებათ. 

არ არის ქართველი ხალხი მზად იმისთვის, რომ ყველა შეცდომაზე თვალი დახუჭონ და გაატარონ ნებისმიერი უკანონობა. იძახიან დანაშაული ჩაიდინესო...

ვის რა ჭირად უნდოდა თქვენი გადატრიალება, ან თქვენი სკამები? თქვენ უკვე დიდი ხანია ქვეყანა გადაატრიალეთ, გახვედით კონსტიტუციური სივრციდან, მოიხვეჭეთ იძულებით ძალაუფლება. ეს მიტაცებული ხელისიუფლება გგონიათ, რომ არ არის დანაშაული, ამაზე ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლება მოგთხოვთ პასუხს. დაჭერებს არასდროს არა აქვთ გამართლება, თუ ამაზე საზოგადოებრივი აზრი ამაზე თანახმა არ არის. როცა ფიქრობთ და გგონიათ, რომ ყველა იტყუება თქვენს გარდა, აღმოჩნდებით ერთ დღესაც საბრალდებო სკამზე და მერე არ გაგიკვირდეთ. მოგვეცით თანაარსებობის საშუალება. როდესაც თქვენ იწყებთ პოლიტიკურ დევნას, დაჭერებს, აგერ იარაღის ჩადებასაც კი, რითი განსხვავდებით წინა ხელისუფლებისგან? 

ვბრუნდებით უკან. გაგებით ვეკიდები ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, მას ქონება აქვს დასაკარგი, უამრავი პრობლემები აქვს რუსეთთან, ამერიკასთან, მისი სიმძიმის ტვირთი მესმის, მაგრამ, მის ქვემდგომებს მივმართავ-ასე თუ ისე ბიძინა გამოძვრება, მაგრამ თქვენ სად მიდიხართ მერე? დაანებეთ სიტყვა გადატრიალებას და შეჭრას თავი. ასეთი ტერმინი არ არსებობს საერთოდ. ეს პატივი მაინც დაგვდეთ, კანონის ენით მაინც ილაპარაკეთ"-განაცხადა იურისტმა ვალერი გელბაცხიანმა ტვ "კავკასიას" ეთერში, დავით აქუბარდიასთან საუბრისას. 

'.$TEXT['print'].'