სტოლტენბერგი რუსეთს რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შესრულებას მოუწოდებს
ავტორი: გურიის მოამბე
სტოლტენბერგი რუსეთს რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შესრულებას მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებას მოუწოდებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ნატო მზად არის „გამოზომილი და თავდაცვითი“ ნაბიჯების გადასადგმელად, თუ რუსეთი, 2 აგვისტომდე არ დაუბრუნდება შეთანხმების პირობების შესრულებას, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მსოფლიოსთვის, სადაც უფრო მეტი რუსული რაკეტა იქნება“, - ამბობს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 1987 წელს, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ლიდერების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მხარეები მოკლე და საშუალო მანძილზე მფრენი რაკეტების ეტაპობრივ და თანმიმდევრულ ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთი ამ შეთანხმების პირობების დარღვევასა და უგულებელყოფაში არაერთხელ დაადანაშაულა, რუსეთმა კი საპასუხოდ აშშ-ის ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ შეთანხმებას აღარ შეასრულებს.

'.$TEXT['print'].'