ოზურგეთის პოლიციამ ბაგრატიონს ბრალი წაუყენა - შეკვეთილის აქციის ორგანიზატორი შესაძლოა დღეს დააკავონ
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის პოლიციამ ბაგრატიონს ბრალი წაუყენა - შეკვეთილის აქციის ორგანიზატორი შესაძლოა დღეს დააკავონ

შეკვეთილის აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ოპოზიციიდან ელგუჯა ბაგრატიონი შესაძლოა დღეს დააკავომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიციამ მას  სსკ 177 მუხლით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების გამო ედავება.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის წინ აქციის მიმდინარეობისას გამოძიების ვერსიით დეპუტატმა ივანიშვილების კუთვნილი ვიდეოთვალი განზრახ დააზიანა.

"აქციის დაწყების შემდეგ პოლიციამ მოშიმშილეთა კარავთან 24 საათიან უკანონო თვალთვალის მიზნით დააყენა ვიდეოთვალი, ბატონი ელგუჯა მივიდა და ვიდეოთვალი სხვა მიმართულებით შემოატრილა. რის შემდეგაც მოშიმშილეთა თვალთვალი ამ ვიდეოთვალით შეუძლებელი გახდა. ეს იყო და ეს. და სწორედ ამას ედავებიან ახლა. ეს აბსურდია და სამარცხვინო ბრალდებაა" - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და მომხდარს ხელისუფლების მიერ დაწყებულ პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად მიიჩნევენ.

ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში დღეს 12 საათზეა დაბარებული.

'.$TEXT['print'].'