"შემოქმედი" მეგრული ფოლკლორის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე
ავტორი: გურიის მოამბე
"შემოქმედი" მეგრული ფოლკლორის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე

16 ივლისს, ანაკლიაში ჩატარდა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი "კოლხი და...

ესტივალში მონაწილეობისთვის მიწვეული იყო ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი "შემოქმედი", ხელმძღვანელი - ლაშა ჩხარტიშვილი.

ფესტივალის მონაწილეებმა წარმოადგინეს ორი მეგრული ხალხური სიმღერა. დასასრულს ყველა მონაწილე ანსამბლმა ერთობლივად შეასრულა მეგრულ-ხალხური სიმღერა "კუჩხიბედინერი". ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლს გადაეცა ფესტივალის სპეციალური პრიზი და სამახსოვრო საჩუქარი.

" პროექტის მიზანია უძველესი მეგრული სიმღერების მოძიება, ავთენტურობის და საშემსრულებლო მანერის შენარჩუნება. ფესტივალი ხელს უწყობს შემოქმედებითი პროცესების ინიცირებას, განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ანსამბლების გამოვლენას და წარდგენას საზოგადოების წინაშე.

 

'.$TEXT['print'].'