რა უშველოთ, ტვინს და მეხსიერებას, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - მერვე ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
რა უშველოთ, ტვინს და მეხსიერებას, თუ ექიმთან, ვერ მიდიხართ - მერვე ნაწილი

ადამიანის ტვინს, საგანგაშო სიგნალები აქვს, ცილების არასტაბილურობაზე. მცირე წონით , დაბადებულ ბავშვებს, უჭირთ მომწიფება. ამ პროცესს, ყველაზე მეტად, ცილები ეხმარება. ცილების ნაკლებობა, უარყოფითად მოქმედებს, როგორც ზრდაზე, ასევე ზრდასრულის ფიზიოლოგიურ სტატუსზე. ცილების დეფიციტი, ანგრევს არავერბალურ ინტელექტს და ნებისმიერ , ახალ გარემოში, ადაპტაციიის უნარს . ეს კი, ადამიანის ფსიქიკური, შესაძლებლობების ბაზისია. ნებისმიერი დაავადების დროს, ცილის ფრაქციებს ვიკვლევ. გაციების გარდა, ჩემთვის ყველა დაავადება, ფუნდამენტალურად გლობალურია. რადგან, ამ დროს, თუ არ მოხდა, თუნდაც, მცირე პრობლემების კუპირება, ეს ჯაჭვის რგოლად იქცევა, მომდევნო დაავადებასთან ერთად. თუმცა, გაციებაც, დიდი ყურადღების ღირსია. ქიმიური წამლებით, როცა დაეჯახებიან, რაღაც სიმპტომის კუპირებას. ეს სიმპტომი კი, დიდი სინდრომის, ერთ ერთი სიმპტომია, რომლის დროსაც, აუცილებლად იქნება, ცილის ფრაქციებში დისჰარმონია. ეს კი, ტვინისთვის, უკვე დიდი პრობლემაა. წინა თავებში ვთქვი, რომ ტვინისთვის ასევე, კარდინალური მნიშვნელობა, აქვს გლუკოზას. ტვინი ძალიანაა, დამოკიდებული გლუკოზაზე. გლუკოზის დაგვიანებით , ტვინში მილიონობით, ნეირონი იღუპება. ამიტომ, ტკბილის მიღება, არ უნდა დაგვიანდეს. სასურველია, ხილის ან თაფლის სახით. არასასურველია, ნამცხვრის სახით. მეცნიერეულად დადასტურებულია, რომ მაღალი აზროვნების ადამიანები, მეტ გლუკოზას იღებენ. მეცნიერულად დადგენილია, რომ როცა გონიერი, ადამიანის ტვინის, ერთი ტერიტორია , მეტ გლუკოზას იყენებს, მაშინ, მეორე ადგილზე, გლუკოზის დეფიციტია. ამის გამოა, განსაკუთრებით, გონიერ ბავშვებში---- ასთმა, ალერგიები, ვიტამინების დეფიციტი , თვალის პრობლემები. ტვინისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ქოლინერგულ სისტემას. ეს არის, ნერვული უჯრედები, რომლებიც იმპულსებს გადაცემენ. თუ ეს სისტემა, გამართულად ვერ მუშაობს, ბავშვი საგანს , ვერ ისწავლის. დღეს მოდაშია, ემოციურ ინტელექტზე საუბარი. ემოციური ინტელექტის , მაგალითია ადამიანები, რომლებიც სკოლაში, ცუდი მოსწავლეები იყნენ. მაგრამ, ცნობილი სწავლულები დადგენ. რა თავებს შიცავს, ემოციური ინტელექტი 1----ურთიერთობის დამყარების უნარი. კონფლიქტური ურთიერთობების მომგვარებელი. 2-----მოტივაცია, როგორ წინსვლის მამოძრავებელი. 3--------ემპათია. შეხვიდე, სხვა ადამიანების განცდებში. 4----თვითშემეცნება. ადამიანის უნარი, კრიტიკულად შეაფასოს , თავისი ძალები. 5------თვითკონტროლი-. ღირებულებების აღიარება. ადამიანების სიყვარული. ემოციების მართვა. ყველაზე მთავარი, ტვინისთვის არის--------- კვება. ინტელექტი ვერ განვითარდება, სრულფასოვანი კვების გარეშე. კიდევ გაგიმეორებთ, არაფერი არ იქნება სასიკეთო, თუ არ შეიყვარებთ წყალს. ადამიანი 70 პროცენტი წყალია. ტვინის ნივთიერება, 90 პროცენტამდე წყალია. ტვინს რომ, წყალი მიაკლდება, გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც მეხსიერებაზე, საწამლავივით მოქმედებს. ჩამოვთვლი საკვებს და მცენარეებს, რომლებიც კვებავენ ტვინს და მეხსიერებას აუმჯობესებენ:1 ბროკოლი. ის განსაკუთრებით ჭარბად, შეიცავს, კ ვიტანმინს და ბორს. მიკროელემენტი-------- ბორის ნაკლებობა, ტვინს მაქსიმალურად ადუნებს. 2- ნიგოზზე, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. 3-გოგრის თესლი. ის შეიცავს თუთიას და ტვინი იძულებულია იაზროვნოს .4-ისპანახი. იცავს ტვინის სისხლძარღვებს , გადაგვარებისგან. აახალგაზრდავებს ტვინს. აჩერებს ტვინის დაბერებას. შეიცავს ლუთეინს. ის ტვინის უჯრედებს, ადრეკადებს და დაზიანებისგან იცავს. 5----პომიდორი-----თავისუფალი რადიკალები, აჭუჭყიანებენ ტვინს და გონებასუსტობას იწვევენ. პომიდორში შემავალი ლიკოპენი კი, თავისუფალ რადიკალებს, გარეთ აძევებს . 6---ვაშლზე ბევრჯერ ვისაუბრე. მის ძვირფას თვისებებზე. ვაშლი ტვინს იცავს, ოქსიდანტური ანუ შხამური ელდისგან . ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოქსიდანტური ელდა ,აკარგვინებს ადამიანს, მეხსიერებას და ინტელექტს. 7-მოცვი. შეიცავს მირიტილინს. ის აძლიერებს მეხსიერებას. ის აწესრიგებს, ნათხემის ფუნქციას. აქედან გამომდინერე, საუკეთესოა, თავბრუხვევის საწინააღმდეგოდ და წონასწორობის და კოორდინაციის გასამტკიცებლად. მოცვი, ტვინის სისხლძარღვებს , ანმტკიცებს და უფრო ელასტიკურს ხდის. ამის გამო , ის წნევის, სტაბილიზაციის, შესანიშნავი დამხმარეა. მოცვში არის ანტიციანინები. ისინი ისე იცავენ ტვინს, რომ ასაკის, დამახასიათებელი დაავადებები, არ ემართება. 8- კვერცხი. ის აუცილებელია. მაგრამ, მძიმე საკვებია და ბევრს ნუ შეჭამთ. ის ცილების წყროა. ის ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელსაც ჩვენი, ორგანიზმის ფიზიოლოგია, ვერ გამოიმუშავებს. მიიღეთ, მხოლოდ, სოფლის და ახალი. სოფლის მრეწველები, ხშირად აგროვებენ და შემდეგ ყიდიან. ის უვარგისია. კვერცხი უნდა იყოს, მაქსიმუმ 3დღის . 9-სელის თესლი. მიხარია ძალიან , რომ მოსახლეობა ეტანება, სელის ზეთის კაფსულებს. დიდი ხანია, ამის აგიტაციას და რეკლამას ვაკეთებ. ეს უხვად შეიცავს, ომეგა3 ის მჟავებს. სელი მეხსიერების გამომაცოცხლებელია. 10- ხორბლის ღივები-როგორც ცნობილია, ის კიბოს პროფილაქტიკურ ჩამონათვალშია. ის შეიცავს ე ვიტამინს და სელენს. სელენი კიბოს, პროფილაქტიკურ ჩამონათვალშია. ბევრი პურის, ჭამა საზიანოა. მაგრამ, უპურობა , ანგრევს ორგანიზმს. დღეს ძალიან გახშირდა, 30 წლამდე, ახალგაზრდების სიკვდილობა. დაავადებები სხვადასხვაა. მაგრამ ვაკვირდები, რომ ისინი, ძირითადად, დიეტაზე მყოფები იყვნენ. ქვეყანაში სრული უკონტროლობა და პროფილაქტიკური მედიცინის, დუნე მუშაობაა. არ კონტროლდება, მოდური ფიტნეს ცენტრები. აქ ტრენაჟორის მასწავლებლები, ფუნქციებს ირგებენ, რომ მეორე მასწავლებელი, კონკურენციაში დაჯაბნონ. ისინი არაპროფესიონალები არიან და ნუტრიციოლოგის ფუნქციებს, აფერისტულად ითავსებენ. ბავშვები, ახალგაზრდები, გადაყავთ უპურო დიეტაზე. ეს კი, მოზარდისთვის დამანგრეველია. არ მიკვირს. ფიტნესის მასწავლებელი ვიცი, უმტკიცებს გაბრიყვებულებს, ხერხემალს ვასწორებ და ყველა ხერხემლის დაავადებას ვარჩენო. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა და ყველამ უნდა , ამოიღოს ხმა. ახალგაზრდობა უპუროდ, სიცოცხლეს ძალიან იმოკლებს. ხორბალში შედის ქოლინი .ის აფერხებს, ჭკუის შენელებას და მეხსიერების დაქვეითებას, ძალიან უშლის ხელს .11-თევზი---------იოდის გარეშე, ორგანიზმში ვერაფერი კარგი , ვერ განხორციელდება. ტვინს, საჭირო რაოდენობით იოდი, ჰაერივით სჭირდება. იოდდეფიციტით დაბადებულ ბავშვებში, თუ დროული მკურნალობა , არ მოხდა, კრეტინიზმი ვითარდება.თევზი ძალიან ნოყიერად, შეიცავს იოდს. თევზი , ყველაზე მეტად შეიცავს , ომეგა 3ის მჟავებს, რომლებიც, ქოლესტერინის დონეს აბალანსებენ და სისხლძარღვების ფუნქციებს, ბევრად აუმჯობესებენ. თევზი შეიცავს ვიტამინებს. ის კვებავს ტვინს, სრულფასოვნად. მეხსიერებას აცისკროვნებს. ალცჰაიმერის დაავადებას, აცილებს ტვინს. მეცნიერულად დადასტურებულია, ამერიკული კვლევებით, რომ თევზი აჩერებს ალცჰაიმერის დაავადებას. ის იცავს , ტვინს დაბერებისგან. ტვინს მატებს სისხარტეს. ტვინის საუკეთესო, საკვების სახეობებზე, მომდევნო თავში გავაგრძელებ.

'.$TEXT['print'].'