საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2019"
ავტორი: გურიის მოამბე
საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2019"

22-28 ივლისს ქ.ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2019"

ფესტივალში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული საჭადრაკო წრის მოსწავლეები. ხელმძღვანელი - ნინო წიტაიშვილი.

ტურნირი 7 ტურად სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათა შორის მე-5 ადგილი დაიკავა ნათია ვასაძემ.

10 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათა შორის მე - 3 ადგილი დაიკავა ლიზი ვასაძემ.

10 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა თენგიზ თოიძემ.

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები, მედლები, თასი და ფულადი პრიზები.

ასევე, გაიმართა ღია ბლიც-ტურნირი. ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ჭადრაკის წრის ხელმძღვანელმა - ნინო წიტაიშვილმა, რომელსაც გადაეცა ფასიანი საჩუქრები, წარმატებული მწვრთნელის დიპლომი და ფულადი პრიზი.

 

'.$TEXT['print'].'