ამსტერდამის ქუჩის სიმფონიურმა ორკესტრმა ბახმაროში კონცერტი გამართა
ავტორი: გურიის მოამბე
ამსტერდამის ქუჩის სიმფონიურმა ორკესტრმა ბახმაროში კონცერტი გამართა

ჰოლანდიელები საქართველოში 10 დღიან ტურს ახორციელებენ და ამის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში 25 კონცერტს გამართავენ - მათგან ერთ ერთი გუშინ სარამოს კურორტ ბახმაროში გაიმართა.

ბახმაროში ისინი "ბახმაროსა და გომისთის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელის არმაზ ახვლედიანის მიწვევით იმყოფებოდნენ.

კონცერტი "არა ბახმაროს ურბანიზაციას" ეგიდით ჩატარდა.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბახმაროს გუდაურიზაცია, უარი უნდა ვუთხრათ რკინა ბეტონის კონსტრუქციებს" - თქვა კონცერტის ორგანზიატორმა არმაზ ახვლედიანმა.

ჰოლანდიელებმა ერთის აათის განმავლობაში ცნობილი მუსიკალური ნომრები მათ შორის ქართული კომპოზიციები შეასრულეს.

უამინდობის გამო წარმოდგენა სასტუმრო ბახმაროს ფოიეში გაიმართა, თავიდან კი მისი ჩატარება ღია ცის ქვეშ იგეგმებოდა

'.$TEXT['print'].'