სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 268 739 ლარი დაიხარჯება
ავტორი: გურიის მოამბე
სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 268 739 ლარი დაიხარჯება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

შემსრულებელი შპს „პარმაღი“
ღირებულება: 1 მილიონ 268 739 ლარი. 
დაფინანსების წყარო: ადგილობრივი ბიუჯეტი.

პროექტით გათვალისწინებულია: შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის სრული რეკონსტრუქცია, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია, სცენის, ანტრესოლისა და ვერანდის კეთილმოწყობა, ლიფტისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი, წყლისა და კანალიზაციის ქსელის, გათბობისა და კონდენცირების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა და სხვა სამუშაოები.

'.$TEXT['print'].'