40 ათასი ლარი- მოსამართლემ ნიკა გვარამიას გირაო შეუფარდა
ავტორი: გურიის მოამბე
40 ათასი ლარი- მოსამართლემ ნიკა გვარამიას გირაო შეუფარდა

"რა მნიშვნელობაა მოგწონთ თუ არა, ეთანხმებით თუ არა, აღიარეთ რომ დღეს, ივანიშვილს Nika Gvaramia-მ ბრძოლის ყველა რაუნდი მოუგო.

ღამის თევით სასამართლომ უბრალოდ დაადასტურა რომ მთელი ქვეყანა ბიძინას შოუა, უბრალოდ ეს შოუც ნიკას მიყავს. შუბლით აწვება, არ მიეყიდა და ვერ შეაშინა. ამიტომაც არის მაგარი"!-ასე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლის გამოცხადებულ გადაწყვეტილებას. 

მომხდარს ეხმაურება ცოტნე გამსახურდიაც: 

"მოკლედ, ვირთხის დღეშიაო, ახლა გვარამიას მოსამართლეზეა ნათქვამი... უფრო სწორედ, თავად ბიძინეზე... 
პატიმრობის გამოტანის ერთი ადგილი ამათ არა აქვთ, გირაოს, შინაპატიმრობას და ეგეთებს - პრინციპულად არ დავემორჩილებიო, გვარამიამ. მოკლედ, აღარ იციან რა ქნან, ისეთ ხაფანგში გაიბეს თავი.

მხოლოდ პრინციპულობა და შეუპოვრობა დაამარცხებს სოლომონ ისაკიჩის მოღალატურ, ვაჭრულ რეჟიმს"!

ნიკა გვარამიას საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქმის, 5 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

'.$TEXT['print'].'