"ზიზღს და ანგარიშსწორებას გადააყოლეს ეს ქვეყანა"-რატომ დაარბიეს ბახმაროში კინოთეატრი?
ავტორი: გურიის მოამბე
"ზიზღს და ანგარიშსწორებას გადააყოლეს ეს ქვეყანა"-რატომ დაარბიეს ბახმაროში კინოთეატრი?

"როგორც "გურიის მოამბისთვის"გახდა ცნობილი ასე დალეწეს "ქართული ოცნების"აქტივისტებმა ის დარბაზი კურორტ ბახმაროში რომელიც 2012 წელს მ.სააკაშვილმა გახსნა და რომელსაც სამი დღის უკან ევროპელი მუსიკოსები უნდა სტუმრებოდათ კონცერტის გამართვის მიზნით.
აქტივისტებს ვინ ჩივა,ზოგადად უმაღლესი ხელისუფლების მიდგომაც ასეთია ე.წ ზედა ეშელონების.
ზიზღს და ანგარიშსწორებას გადააყოლეს ეს ქვეყანა.
პ.ს ისე ეს სისხლის სამართლის დანაშაულია სახელმწიფო ქონების განადგურება რის გამოც, რისი ბრალდებითაც ოპონენტებს იჭერს ივანიშვილი"!-ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას, სადაც იმ დარბეულ დარბაზზეა საუბარი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშენდა. 

'.$TEXT['print'].'