გურიის მდინარეებს ბრაკონიერები უტევენ
ავტორი: გურიის მოამბე
გურიის მდინარეებს ბრაკონიერები უტევენ

საზოგადოებრივი მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გურიის მდინარეებს ბრაკონიერები უტევენ. 

ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა, რომ თევზის მოპოვება არაკანონიერი გზით ხდება და ბრაკონიერები აკრძალულ მეთოდებს იყენებნ, რასაც შესაბამისი რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია: 

"გურიის მდინარეებს ბრაკონიერები უტევენ.

სანდო წყაროდან ვიგებთ, რომ გრძელდება არაკანონიერად, ასაფეთქებელი მოწყობილობით თევზის მოპოვება, მდ.სუფსასა და ნატანებზე. სოფლების: ბაილეთი, გურიანთა, მერიის ტერიტორიაზე. აფეთქების ხმები მოსახლეობამ გაიგონა.
როგორც ხედავთ, მომკითხავი არავინაა. არადა, ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზის 10%მოიპოვებს ბრაკონიერი, დანარჩენი დახოცილი თევზი კი მომენტალურად იძირება.
არსებობს ადმინისტრაციული ჯარიმა, მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ 500-1500 ლარამდე. მაგრამ ეს სანქცია ვერ უზრუნველყოფს ბრაკონიერობის აღმოფხვრას.
P.s.მიხედოს ამ პრობლემას შესაბამისმა ინსტანციებმა, თორემ ბუნების დამცველნი საპროტესტო აქციით იმუქრებიან.რაც შეეხება ბრაკონიერებს,მათ მოგების გარდა არაფერი აინტერესებთ,მითუმეტეს,დაუსჯელობის სინდრომით არიან გაგულისებული"-ნათქვამია განცხადებაში.

გურიის მდინარეებზე არსებულ სიტუაციაზე ასევე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს გიორგი სარიშვილი: 

"გუშინ სუფსას აფეთქებდნენ დილით და საღამოთი, ბაილეთსა და ნაგომარში. დღეს დილიდან ისევ დაბომბეს ნატანები მერიასთან! ჰოდა თქვენიი...... ვაჰ, რამე ისეთი მინდა შეგაგინოთ რომ წაკითხვისას თვალები დაგწვათ სიმწარემ და სიბილწემ ყურები, მარა ვერ მოვიფიქრე სათანადო გინება, მომაფიქრებინებთ რამე გრანდიოზული დედის გინება, ცენზურა მოხსნილია, მსურველებმა კომენტარებში დაწერეთ ვარიანტები. ადრესატი გდი და მათგან ხელდაფარებული ბრაკონიერები!"

'.$TEXT['print'].'