"თუ სიმართლეს იტყვი, ესე იგი ნაციონალი ხარ, აქამდე მივიდა ეს მარაზმი ხელისუფლების მხრიდან"
ავტორი: გურიის მოამბე
"თუ სიმართლეს იტყვი, ესე იგი ნაციონალი ხარ, აქამდე მივიდა ეს მარაზმი ხელისუფლების მხრიდან"

„ერთი პროგრესი გვქონდა - საქართველო კავკასიაში იყო მანათობელი შუქურა. პირდაპირ ხანჯალი გაუყარეს სხეულში. რა დემოკრატია და რის შუქურა?.. აღარ ანათებს არსად არაფერი.. ყველაფერი ჩაქრა.. შუქი ჩაქრა ყველგან, ყველა უწყებაში..

გინდა სააკაშვილის „გათეთრება" დაარქვით ამას და გინდა „გამოთეთრება".. ამდენი პოლიპატიმარი??... სააკაშვილის დროს არ ყოფილა ასეთი რამ.. მარტო ერთ საქმეზე ჰყავთ ამათ 20 პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ, სიმართლეს თუ იტყვი, მაშინვე იწყება ხელისუფლების მიერ შენი გამარგინალება. თუ სიმართლეს იტყვი, ესე იგი ნაციონალი ხარ, ესე იგი ნაციონალების მხარეს ხარ. აქამდე მივიდა ეს მარაზმი ხელისუფლების მხრიდან.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გაზეთიდან დამირეკეს და ჟურნალისტი მეუბნება - „კავკასიის" ეთერში გითქვამთ, ახლა მიშას უნდა დავუდგეთ გვერდით ყველანიო..

ჯერ ერთი:
ასეთი რამ არ მითქვამს. მე პიროვნულად არ ვარ ისეთი თავისუფალი, რომ პირადად რაც მინდა, ის ვილაპარაკო, იმიტომ, რომ მე მყავს თანამოაზრეები.. და რომც მდომებოდა ასეთი განცხადების გაკეთება, ამიტომ ვერ გავაკეთებდი.

და მეორე:
პოლიტიკას თუ დაჭირდება, ეგეთი განცხადებაც გაკეთდება!.. 
მე განა უარვყოფ ამას?!..
თუ დაჭირდება საქართველოს და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, დიახ, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ!"

იურისტი, ვალერი გელბახიანი  TV-კავკასია 

'.$TEXT['print'].'