წილოსანის ჰეთ თრიკი და ხარიტონ ჩხატარაშვილის წარმატებული დებიუტი "ბახმაროში"
ავტორი: გურიის მოამბე
წილოსანის ჰეთ თრიკი და ხარიტონ ჩხატარაშვილის წარმატებული დებიუტი "ბახმაროში"

დღეს მესამე ეროვნულ ლიგაში საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის მორიგი მე 19 ტურის მატჩები გაიმართა. 

მესამეადგილოსანი "ბახმარო" მეშვიდე ადგილოსან "კოლხეთს" სტუმრად ხობში ეწვია და დაძაბულ მატჩში ვანო წილოსანის ჰეთთრიკისა და ხვიჩა დიდიას გოლის წყალობით მასპინძლები 4-2 დაამარცხა.

ამ მოგებით ჩოხატაურელებმა გაიმყარეს პოზიციები ლიდერთა სამეულში და მორიგ მეოცე ტურში საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" 20 აგვისტოს მეორეადგილოსან დუშეთის "არაგვს" თუ მოუგებენ, რომელსაც დღეისათვის სამი ქულით ჩამორჩებიან, საპლეიოფო ამბიციებსაც შეინარჩუნებენ.

1.   მერანი 19 14 2 3 37 12 +25 44  
2.   არაგვი 19 11 5 3 32 14 +18 38
3.   ბახმარო 19 10 5 4 25 20 +5 35
4.   სამგურალი 19 8 5 6 20 15 +5 29
5.   ბორჯომი 19 8 2 9 15 25 -10 26
6.   საბურთალო 2 19 8 1 10 30 33 -3 25
7.   კოლხეთი ხობი 19 6 3 10 22 33 -11 21
8.   გორი 19 5 3 11 20 26 -6 18
9.   ბეთლემი 19 5 3 11 16 30 -14 18
10.   მეშახტე 19 4 3 12 17 26 -9 15  

 

 

'.$TEXT['print'].'