"რუსთავი 2-ს იყიდის ივანიშვილი ჩხარტიშვილის ხელით" - გვარამია
ავტორი: გურიის მოამბე
"რუსთავი 2-ს იყიდის ივანიშვილი ჩხარტიშვილის ხელით" - გვარამია

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში ტელეკომპანიის შესაძლო გასხვისებაზე ისაუბრა.

“არავითარი ტელებიზნესი იქ აღარ იქნება. ამ ტელევიზიის შემძენი იქნება ივანიშვილი ჩხარტიშვილის ხელით. ეს ტელევიზია აღარ იარსებებს, გეუბნებით. იქ იქნება კორპუსი, კორპუსი, კორპუსი. დასრულებული ისტორიაა. რა თქმა უნდა ივანიშვილის ინტერესია, რომ გაქრეს ბრენდი “რუსთავი 2”, მას ეს ბრენდი სძულს. ეს არის ქართული იდენტობის ნაწილი, “რუსთავი 2”-ის გარეშე საქართველო ვერავის ვერ წარმოუდგენია. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთი სხვა არხი ვერ იტყვის ამას. ამ არხის კარები დღეს გამოკეტა პაატა სალიამ. პაატა სალია არის “რუსთავი 2″-ის ჯალათი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

'.$TEXT['print'].'