ვინ არის გურული ბიჭი, რომელიც ესპანეთში მძიმედ დაჭრეს?-ინცინდენტი ბარსელონაში (ექსკლუზივი)
ავტორი: გურიის მოამბე
ვინ არის გურული ბიჭი, რომელიც ესპანეთში მძიმედ დაჭრეს?-ინცინდენტი ბარსელონაში (ექსკლუზივი)

საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს,  მეორე კი  მძიმედ დაჭრეს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაჭრილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ჯ.ჭ-ა

როგორც "გურიის მოამბეს" ქართული ემიგრაციიდან აცნობეს, ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც, ბარსელონას ერთ- ერთ კაფეში მყოფ ქართველებს თავს ბოშათა ჯგუფი დაესხა.

დაპირისპირების დროს გ. პ-ლი ადგილზე დაიღუპა, შემოქმედელი ჯ. ჭ-ძე კი მიყენებული მძიმე ჭრილობებით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შემთხვევა ბარსელონას პროვინციაში შემავალ ქალაქ სან ადრიან დელ ბესოსში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი ოთხ მეზობელს შორის დაიწყო, რა დროსაც 30 წლის ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაჭრეს. ის, ორ სხვა დაშავებულთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. 

'.$TEXT['print'].'