გერმანიიდან გამოძევებული ლტოლვილების მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია
ავტორი: გურიის მოამბე
გერმანიიდან გამოძევებული ლტოლვილების მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

2019 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან 11 496 ლტოლვილის დეპორტაცია განხორციელდა - ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.

საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნაზე ნეგატიური პასუხის მისვლის მიუხედავად, ქვეყნის დატოვებას საკუთარი სურვილით არ აპირებდნენ.

ამას გარდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანიის საზღვარზე, ქვეყანაში შესვლის მცდელობისას 6905 არალეგალი მიგრანტი უკან გააბრუნეს, 1 525 ადამიანი კი, საზღვრის უკანონოდ კვეთისას დააკავეს და გაადეპორტეს.

ამასთან, გადეპორტებული მიგრანტების მაჩვენებლით განსაკუთრებულად გამოირჩევა საქართველოს, ალბანეთის, სერბეთის, რუსეთისა და ნიგერიის მოქალაქეები.

გერმანული პრესა წერს, რომ წლის პირველ ნახევარში გერმანიის პოლიციამ ვერ შეძლო საჰაერო გზით დაგეგმილი მრავალი დეპორტის განხორციელება, რადგან მიგრანტებმა მიმალვა მოახერხეს. მთლიანობაში 2016 წლის შემდეგ, 13509 შემთხვევაში დრეპატრიაცია ვერ მოხერხდა.

ამავდროულად, 2019 წლის პირველ 6 თვეში სამართალდამცველებს გადეპორტების პროცესში 1060-ჯერ ძალის გამოყენება დასჭირდათ.

ამავე პერიოდში, ნეგატიური პასუხის მისვლის შემდეგ, საკუთარი სურვილით გერმანია 6786 ადამიანი დატოვა და ქვეყნისგან ფინანსური დახმარებაც მიიღო იმისთვის, რომ სამშობლოში მცირე სახის საქმიანობის წამოწყება მოახერხონ. 2019 წლის 30 ივნისის ინფორმაციით, გერმანიაში 246,737 ახალი მიგრანტია დარეგისტრირებული, როლებსაც ე.წ. მომლოდინე ვიზა აქვთ; მათი საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია, შესაბამისად, სამართლებრივი და პრაქტიკული მიზეზების გამო, მათი დეპორტაცია ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

'.$TEXT['print'].'