აფხაზეთის ომიდან 27 წელი გავიდა
ავტორი: გურიის მოამბე
აფხაზეთის ომიდან 27 წელი გავიდა

27 წლის წინ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფი აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ოპერაცია შეთანხმებული იყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ - ვლადისლავ არძინბასთან. შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა ოჩამჩირეში და გულრიფშში ქართულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

ე.წ „აფხაზურ გვარდიას“ მხარს კავკასიის ხალხთა კონფედერაცია და რუსეთის სამხედრო ძალები და სპეცსამსახურები უჭერდნენ.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.

'.$TEXT['print'].'