ზუგდიდში 1 კგ თხილის ფასი 6 ლარია ოზურგეთში 3 ლარი
ავტორი: გურიის მოამბე
ზუგდიდში 1 კგ თხილის ფასი 6 ლარია ოზურგეთში 3 ლარი

სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, ერთი კილოგრამი თხილის ასაღები 5 ლარს აღემატება, ოზურგეთში კი, 2-დან 3 ლამდე მერყეობს.

ამ ინფორმაციას მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები"-ს ლიდერი, ირმა გორდელაძე ავრცელებს.

გორდელაძე ფასთა ასეთ სხვაობას გურიაში გარკვეული ძალების მიერ ამ ბიზნესის მონოპოლიით ხსნის:

"ეს ჯგუფი, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული თხილის ბიზნესი, არ უშვებს ადგილობრივ ბაზარზე სხვა კუთხის წარმომადგენლებს, თავად კი ორმაგ ფასში ყიდიან"-ირწმუნება გორდელაძე.

მისივე განცახდებით, დროა მოსახლეობამ ხმა აიმაღლოს ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

"ჩამოვიდნენ გუშინ რეალიზატორები სამეგრელოდან, ერთ კაკალ კარგი ხარისხის თხილში 70 თეთრი გადაიხადეს.  საშუალოდ, ერთი კგ. თხილი 5 ლარ ნახევრად ჩაიბარეს. წავიდნენ თუ არა, მოცვივდნენ ე.წ. "ძველი ბიჭები" და ყველას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ვინც თხილი სამეგრელოდან ჩამოსულებს ჩააბარა. იყო ერთი გაწევ-გამოწევა. იმ ბიჭს მიადგნენ, ვინც ეს მეგრელები სოფელში მოიყვანა-"ვინ გეკითხებოდა, რატომ ერევი ჩვენს საქმეშიო. მაფიაა ჩვეულებრივი. ყველა ისე იღებს და აბარებს ამ საწყალი გლეხებისგან მოსავალს, როგორც მათ ჯიბეებს აწყობთ"  - გვიყვება გლეხი მელექედურიდან.

მისივე მტკიცებით, ეს შემთხვევა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში გუშინ მოხდა.

'.$TEXT['print'].'