12 წლის ოზურგეთელი გოგონას დიდი წარმატება ჭადრაკში
ავტორი: გურიის მოამბე
12 წლის ოზურგეთელი გოგონას დიდი წარმატება ჭადრაკში

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ანა მეგრელაძემ ბათუმის 12 წლამდე გოგონათა შორის საერთაშორისო ფესტივალზე ჭადრაკში, თანაბარი ქულით პირველი და მეორე ადგილი ბათუმელ ნატალი აბულაძესთან გაიყო.

ანამ მწვრთნელთან, ელგუჯა ურუშაძესთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. არის არაერთი საჭადრაკო ტურნირის მონაწილე და გამარჯვებული, რაც გურიის ჭადრაკის ისტორიაში იშვიათი გამონაკლისია.

2014 წელს მან საქართველოს ჩემპიონატში, პირველი ლიგა გოგონებსა და ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 
ანა სისტემატურად ხდება სხვადასხვა ტურნირის საპრიზო ადგილების მფლობელი.

'.$TEXT['print'].'