"ქართული სახელმწიფოს ღალატში ჩართულია უბრალო ხალხიც"-გამყრელიძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული სახელმწიფოს ღალატში ჩართულია უბრალო ხალხიც"-გამყრელიძე

"საქართველოს მთელი უახლესი ისტორია გახლავთ ჟამთაღწერა პერმანენტულად მიმდინარე გრანდიოზული ღალატის პროცესისა. ღალატი ქართული სახელმწიფოსი, რომელშიც ჩართული არიან მაღალი დონის სახელისუფლებო მოხელეები, სამხედროები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, მოსამართლეები, პარლამენტარები, ბიზნესის წარმომადგენლები და რაც ყველაზე საწყენია, უბრალო ხალხიც, რომელიც მცირე გამორჩენისთვის მარტივად იყიდება. საოცარი კი ის არის, რომ არც ერთი ჩამოთვლილთაგანი ალბათ არც კი ივლებს გულში, რომ მონაწილეა ამ ღალატისა. თავს იმშვიდებენ იმით, რომ მათი კეთილდღეობისთვის ასეა საჭირო. 

ღალატის 29-ე წელი მიდის"-ასე ეხმაურება დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რუსი ოკუპანტების გააქტიურებას საქართველოს ყოფილი ელჩი, ჩინეთის რესპუბლიკაში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, მამუკა გამყრელიძე. 

'.$TEXT['print'].'