ოზურგეთში მომხდარ ავარიას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა-მძღოლი პატრულის თანდასწრებით სცემეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მომხდარ ავარიას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა-მძღოლი პატრულის თანდასწრებით სცემეს

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. 

კოსტავას ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბქუი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ორივე ავტომანქანა  დაზიანებულია, თუმცა არავინ დაშავებულა. 

ადგილზე ორი საპატრულო ეკიპაჟი იმყოფება. როცა პატრული ორივე მხარეს მათ მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებას უხსნიდა, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა და მასთან მყოფმა პირებმა მეორე მანქანის მძღოლი სცემეს. 

შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ისინი პატრულის უმოქმედობის გამო ჩვენთან საუბარში გაკვირვებას ვერ ფარავენ: "პატრული აქ იყო, როცა კაცს ცემა დაუწყეს, მაგრამ არანაირი რეაგირება ამაზე არ ჰქონიათ. გავიგონეთ, როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთ აგრესიულ გოგონას, ვინც მძღოლს ხელი დაარტყა-"ამაღამ დაწყნარდით და ხვალ დაგიხოციათ ერთმანეთი თუ გინდათო". 

ერთმანეთს ედავებიან ეს მძღოლები, რომელი იყო დამნაშავე. ასეთი არაფერი გვინახავს. მსუბუქადაა დაზიანებული ორივე მანქანა, აქ ძალიან ახლოს მაღაზიაა და კიდევ კარგი იქ არ შევარდნენ ამ დარტყმის შედეგად. "-გვიყვებიან ადგილობრივები. 

პატრული ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფება, თუმცა, არც ნაცემი მძღოლი და არც მოძალადეები ჯერ ადგილიდან არ გაუყვანიათ. 

წყარო: "გურიის მოამბე"

'.$TEXT['print'].'