"თავისუფლება, სამართლიანობა, კეთილდღეობა ანგრევს ნებისმიერ კედელს და შლის მავთულხლართებს"
ავტორი: გურიის მოამბე
"თავისუფლება, სამართლიანობა, კეთილდღეობა ანგრევს ნებისმიერ კედელს და შლის მავთულხლართებს"

პოლიტოლოგი,ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"იმპერიის ბუნებაზე გესაუბრეთ.

ჩნდება კითხვა - მაშინ რა ვქნათ?
იმპერია, როგორც ისტორიული კანონზომიერება აჩვენებს, არა გარედან, არამედ შიგნიდან ლპება და ბოლოს კვდება. ჩვენ თუ გვინდა ამ პროცესს ხელი შევუწყოთ, სამი იარაღი გვჭირდება - თავისუფლება, სამართლიანობა, კეთილდღეობა...სამივე გადამდებია და ანგრევს ნებისმიერ კედელს და მითუმეტეს შლის მავთულხლართებს. ოღონდ ეს იარაღი ყველასთვის და არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტისთვის და მათი ოჯახებისთვის, როგორც ეს დღეს ხდება..."- წერს ხუხაშვილი.

'.$TEXT['print'].'