გურიაში ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 დაშავდა
ავტორი: გურიის მოამბე
გურიაში ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 დაშავდა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტოავარიის დროს დაღუპული ქალია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ეს უკვე მესამე ავარიაა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა.

'.$TEXT['print'].'