"სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სრული სიგიჟე ხდება"
ავტორი: გურიის მოამბე
"სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სრული სიგიჟე ხდება"

"რაც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხდება სეზონის პიკზე არის სრული სიგიჟე. საცობებს რომ თავი დავანებოთ,ქვეითის და მითუმეტეს ტრასაზე მიმავალი ათასობით ავტომობილის უსაფრთხოება შეიძლება ითქვას ბეწვზე კიდია.ავტობანის მშენებლობას კი, რომელმაც ეს პრობლემა უნდა გადაჭრას და ათასობით ჩვენი თუ უცხოელი მოქალაქის სიცოცხლე უსაფრთხო გახადოს, ბოლო არ უჩანს.არა და წესით, ეს მაგისტრალი რომ არ კორუფციული გარიგებები და გულგრილი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან,კარგად ხნის გახსნილი უნდა იყოს"!-წერს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა. 

ცნობისთვის, "გურიის მოამბე" გასულ თვეებში არა ერთხელ წერდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთზე არსებულ პრობლემებზე, რომელსაც გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემდეგი სოფლები: ჯაპანა, ქვიანი, ნიგოითი და ქვემო შუხუთი უნდა გაიაროს. 

ავტობანის ლანჩხუთის მონაკვეთზე სამუშაოები არა ერთხელ შეჩერებულა, მიზეზად კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულება სახელდებოდა. 

მაშინაც ოპოზიციას არა ერთი განცხადება გაუკეთებია, სადაც ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებსა და თანხების მითხისებას: 

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":"სუფსა-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხორციელდებოდა სულ ორი პროექტი, პირველი ეს იყო საერთაშორისო მნიშვენელობის პრეოქტი ავტობანის მშენებლობა, და მეორე პროექტი ბიძინა ივანიშვილის პროექტი ხეების გადატანა გადმოტანა. შეწყდა ავტობანის მშენებლობა, რომლითაც ვამაყობდით წინა ხელისუფლება, ეს უნდა დასრულებულიყო 2015-17 წლებში, ხედავთ გაჩერებულ ტექნიკას ასეულობით სახლში წასულ ადამიანს და ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტის გაგრძელებას დაესვა კითხვითი ნიშანი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამის მიზეზი არის ის მაფიოზურ კლანური მმართველობა და კორუფციული გარიგებები რომელიც დღეს საქართველოშია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ რომ ჩამოაყალიბა. ჩემი ინფორმაციით უნდათ გენერალური აუდიტორის მოწვევა რომ გაირკვეს რამდენი ფულია გაფლანგული, ვინ წაიღო და საერთოდ რა ხდება. ფაქტი აგერაა, გაჩერებული ტექნიკა, გაჩერებული საქართველო და სახლში წასული 300 ადამიანი."

'.$TEXT['print'].'