"დამარცხებული ფაროსანა" და "გამარჯვებული პრემიერი"-ლანჩხუთში მავნებელმა სიმინდის ტაროებში მოიკალათა
ავტორი: გურიის მოამბე
"დამარცხებული ფაროსანა" და "გამარჯვებული პრემიერი"-ლანჩხუთში მავნებელმა სიმინდის ტაროებში მოიკალათა

"ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი", — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის ამერიკელ მეგობრებს გადაუხადა, ადგილობრივ მეცნიერებს კი თავდაუზოგავი შრომისთვის. 

მავნებლის თითქმის დამარცხებასთან დაკავშირებით პრემიერის სიმშვიდეს არ იზიარებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ფაროსანა ჯერ ისევ "ფორმაშია" და თხილის ბუჩქებსა და სიმინდის ტაროებში თავს მშვიდად გრძნობენ. 

მაგალითად, სოფელ ლესაში, ერთ-ერთი ადგილობრივი სიმინდის ყანაში დღეს დილით გადაღებული ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ფაროსანა გურიაში ბოლო დღეებს ითვლიდეს.  

"როგორც შარშან, წელსაც უფრო მეტი გამოჩნდა მას შმდეგ, რაც სიმინდმა ტარო გაიკეთა. მგონი სიმინდი განსაკუთრებით მოსწონს, თუმცა არც თხილის ნორჩ ბუჩქებზე უთქვამს უარი"- ხუმრობით გვითხრა ადგილობრივმა გლეხმა. 

'.$TEXT['print'].'