გომის მთა აითვისეს ღიპიანმა მამრებმა, მთელი ღამით მიდის ქეიფი და ღრიანცელი- მოლაშქრე
ავტორი: გურიის მოამბე
გომის მთა აითვისეს ღიპიანმა მამრებმა, მთელი ღამით მიდის ქეიფი და ღრიანცელი- მოლაშქრე

„კარავში ყოფნის დროს შეიძლება მანქანით ვიღაცამ გადაგიაროთ" - ამის შესახებ მოლაშქრეთა კლუბი „იეტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან გომისმთაზე არსებული მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა.

„საქართველოში ტურიზმი აქტიურად გუგუნებს,წელს მისთვის დამახასიათებელია:

1) გომისმთა აითვისეს ღიპიანმა მამრებმა, მდერდებს რო არ ეწყინოთ მდედრებმაც,მთელი ღამე მიდის ქეიფი და ღრიანცელი.

2) გომისმთის მოსახლეობამ ნელა და ცუდად, მაგრამ მაინც აუწყო ტურიზმს ფეხი, მიდის ქაოსური განაშენიანება, გაიხსნა მაღაზია, თონე, ასევე არის ადგილობრივი გლოვო პატარა 6 წლის ბიჭი, რომელიც ყიდის შეშას, არაყს, სიგარეტს, ან ნებისმიერ რამეს მაღაზიიდან კარავზე მიტანით.

3) კარავში ყოფნის დროს შეიძლება მანქანით ვიღაცამ გადაგიაროთ, ვინაიდან პირველ პუნქტში არსებული ადამიანები რატომღაც ღამე აქტიურდებიან ხოლმე.

პ.ს აბასთუმანში საშინელება ხდება. ბატონი დაპატრონებია. ყველაფერს მათ შორის იქ მდგარ რომანოვების სასახლესაც.

ყოველკვირეული ნიუსები გაგრძელდება მომავალშიც".

წყარო: პრაიმტაიმი

'.$TEXT['print'].'