საერთაშორისო ფესტივალი "შავი ზღვის დელფინი - 2019"
ავტორი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
საერთაშორისო ფესტივალი "შავი ზღვის დელფინი - 2019"

14-21 აგვისტოს ქ.ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი "შავი ზღვის დელფინი - 2019" ფესტივალში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული საჭადრაკო წრის მოსწავლეები. ხელმძღვანელი - ნინო წიტაიშვილი. ტურნირი 7 ტურად შვეიცარული სისტემით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 10 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათა შორის III ადგილი დაიკავა თეკლა ასათიანმა. 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათა შორის III ადგილი დაიკავა თამარ ასათიანმა. ასევე ჩატარდა ბლიც ტურნირი, სადაც წარმატებით იასპარეზა სანდრო გოგუაძემ ( 8 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ) და დაიკავა III ადგილი, ნათია ვასაძე (12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში) III ადგილი, თამარ ასათიანი (12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში) II ადგილი.

 

'.$TEXT['print'].'