"ოცნებას ჰგონია, რომ ძალისმიერი მეთოდებით და პოლიტიკური რეპრესიებით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნებას ჰგონია, რომ ძალისმიერი მეთოდებით და პოლიტიკური რეპრესიებით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას"

"როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის საარჩევნო დაპირებებს და ემსახურება მხოლოდ კორპორაციულ ინტერესებს, ხდება მხოლოდ საკუთარი ინტერესების მომსახურე და არ უსმენს ხალხს, ის აუცილებლად შევა ჩიხში.

"დღეს "ქართული ოცნება" ჩიხშია შესული და მას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს"- ასე ეხმაურება "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

დავით ჭიჭინაძე: როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის სააარჩევნო დაპირებებს, ემსახურება მხოლოდ კორპორაციულ ინტერესებს, ხდება მხოლოდ საკუთარი ინტერესების მომსახურე და არ უსმენს ხალხს, ის აუცილებლად შევა ჩიხში.

დღეს "ქართველი ოცნება" ჩიხშია შესული და მას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. "ქართული ოცნება" დაადგა ძალიან ცუდ გზას, იგი დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს. მას ჰგონია, რომ ძალისმიერი მეთოდებით და პოლიტიკური რეპრესიებით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას.

ხელისუფლებას, დღეს აწყობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ნულოვანი ბარიერი, იმისთვის, რომ გაურიგდეს პოლიტიკურ ძალებს, უფრო მეტად აწყობს გარიგება "ნაციონალურ მორაობასთან", რომ შემდეგ ხმები მოიპარონ და ერთმანეთში გადაინაწილონ. ეს კარგად აქვთ აპრობირებული და ისევ შეხმატკბილებულები იქნებიან.

რაც შეეხება საზოგადოების მოლოდინს მესამე ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით და ამ ძალაში ხაზარაძის მოაზრებას, მესამე ძალასთან დაკავშირებით მოლოდინი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ხაზარაძის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რადგან გაუჭირდება ხალხის ნდობის მოპოვება.

ჯერ-ჯერობით მას პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია. თუ ფულზეა საქმე, ხაზარაძეზე მეტი ფული აქვს ივანიშივლს, მაგრამ რა გააკეთა? ჩემი აზრით, პოლიტიკაში მდიდარი ხალხი არ უნდა იყოს, რადგან ისინი პოლიტიკაში მოდიან თავისი ფულის გადასარჩენად.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან და პრემიერ-მინისტრის სავარაუდო კანდიდეტებთან დაკავშირებით, შემიძლია გაითხრათ, რომ ეს ცვლილებები "ოცნებას" წარმატებას ვერ მოუტანს და არა მგონია, რომ ვინმე დანათხმდეს ან თავი გაწიროს "ქართული ოცნებისთვის", როცა ხელისუფლებაში დარჩენის პერსპექტივა ნაკლებად არის, ანუ წაგებულ თამაშს არავინ არ დათანხმდება.

"ოცნებას" არ ესმის, რომ მანიპულაციებით ფონს ვეღარ გავა, მან დაკარგა ხალხის ნდობა. დღეს ასპარეზეზე გამოდის ახალგაზრდობა, რომელიც ძალიან გააქტიურდა და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.

ეს ის ახალგაზრდები არ არინ, ვისაც მხოლოდ პლაკატების გასაკრავად გაიმოიყენებს, მათი ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს, რომ სწორედ ისინი არიან დღეს მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა. თუ ხელისუთფლება ამ ახალგაზრდების ხმას არ შეისმენს, მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს"- აცხადებს "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძე.

'.$TEXT['print'].'