ქართული ლეგენდა ნაკრებს დაუბრუნდა და მსოფლიოზე ითამაშებს
ავტორი: გურიის მოამბე
ქართული ლეგენდა ნაკრებს დაუბრუნდა და მსოფლიოზე ითამაშებს

აქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს რუმინეთთან გამართული მატჩის შემდეგ დაასრულა, რის შემდეგაც ქართველი გულშემატკივრის სურვილი იყო, რომ მას კიდევ ერთ მსოფლიოს თასზე ეთამაშა.

რაგბი 15-ის ინფორმაციით, გორგოძე საქართველოს ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიოს თასზე ითამაშებს. ამ დროისთვის საქართველოს რაგბის კავშირსა და ტულონს შორის ბოლო დეტალები ზუსტდება. გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა. POPSPORT-ის ინფორმაციით, გორგოძე ნაკრებში დაბრუნებაზე ყოყმანობდა, რადგან უხერხულად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ პირდაპირ მსოფლიო თასზე უნდა ეთამაშა. როგორც ჩანს, მამუკას ეს უხერხულობა მას მერე მოეხსნა, რაც ნაკრებს წამყვანი მორაგბეები დაუშავდნენ

მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ითამაშებს!

ჩვენს ხელთ არსებული, რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.

გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.

ამ მომენტისათვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, „ტულონის“ ხელმძღვანელობას შორის.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა

'.$TEXT['print'].'