"პირველი და მთავარი მიზეზი, რატომაც ბიძინემ გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა"
ავტორი: გურიის მოამბე
"პირველი და მთავარი მიზეზი, რატომაც ბიძინემ გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა"

პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: 

"პირველი და მთავარი მიზეზი, რატომაც ბიძინემ გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა:

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ შავზე - თეთრიაო, საყოველთაოდ ცნობილია, რომ 20 ივნისის გავრილოვისადმი მსხვერპლად შეწირული ქართველი ახალგაზრდების თვალები და ჯანმრთელობა პირადად გახარიას კისერზეა, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან ერთად.

აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ბალზაკის ასაკს გადაცილებულმა ქოცმდედრიონმა და ყოველმხრივი სიკეთეებითა და სიქველეებით აჯილდოვოს გახარია, ნებისმიერ დროს, როდესაც იგი ზედმეტ ამბიციას გამოიჩენს, ივანიშვილი შეძლებს უპრობლემოდ ჩამოალაბორანტოს და მოწინააღმდეგეებს გადაუგდოს საჯიჯგნად. ის კი არა, შეიძლება მისი მოშორებით მოკლევადიანი პოლიტიკური დივიდენდებიც კი დაიწეროს.

ამიტომ გახარიას საეჭვო ღირსებებიდან ყველაზე რეალური ის გახლავთ, რომ დღეს იგი სრულად კონტროლირებადია ისევე, როგორც ივანიშვილის დანარჩენი უბიოგრაფიო, უნახავი და უპოზიციო ბიჭუშკების დაჯგუფება, რომელსაც ეყრდნობა, მაგალითად, საქართველოს პარლამენტში.

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ეს იცის თავად გახარიამაც"...

'.$TEXT['print'].'