იმ ადამიანებს, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს, ვეტყვი, რომ მათ ტკივილს საკუთარივით განვიცდი - წულუკიანი
ავტორი: გურიის მოამბე
იმ ადამიანებს, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს, ვეტყვი, რომ მათ ტკივილს საკუთარივით განვიცდი - წულუკიანი

პროტესტის მონაწილეებს, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს, ვეტყვი, რომ მათ ტკივილს საკუთარი ტკივილივით განვიცდი. ეს არის გულახდილი და არა პოლიტიკური მიზნით გაკეთებული განცხადება და მინდა, ამის სჯეროდეთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას წარმატება უსურვა და აღნიშნა,რომ მთავარი მიზეზი, რატომაც გახარია აარჩიეს არის ის,რომ გახარია საუკეთესოა.

„მჯერა, გიორგი გახარია იქნება ეფექტური პრემიერი, რომელიც გააგრძელებს „ქართული ოცნების"იმ პოლიტიკას, რომელსაც მეც და „ქართული ოცნების"ამომრჩევლები ძირძველ პოლიტიკას ვეძახით. ჩვენ მომავალ წელს არჩევნებზე წარვდგებით ღირსეულად და გვექნება ძალიან დიდი ნუსხა იმ საქმეებისა, რაც გაკეთდა. ხოლო ის, რაც ვერ შევძელით, შევეცდებით შევძლოთ 2020 წლამდე, თუ მაინც იქნება კითხვები, რომ გვქონდეს მათზე ღირსეული პასუხი. ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც მომავალ წლამდე, მათ შორის მეც ვაპირებ მუშაობას და იმედი მაქვს, ეს წელი იქნება ძალიან ნაყოფიერი. ახალ პრემიერს წარმატებას ვუსურვებ. ის პროცესი, თუ როგორ შეირჩა პარტიის შიგნით, მე არ ვყოფილვარ მონაწილე, თუმცა ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი, რის გამოც შეირჩა ბატონი გახარია, არის ის, რომ ჩვენს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: პრაიმტაიმი

'.$TEXT['print'].'