ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპირსპირდება - დავით ზურაბიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპირსპირდება - დავით ზურაბიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი “2020NEWS“-თან სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა, საზოგადოების შეურაცხყოფაა.

“პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს. მაშინ, როდესაც 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო ტალღა იყო, ოპოზიციური სპექტრი შეჯერებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გახარია გადამდგარყო თანამდებობიდან.

გახარიას პრემიერ -მინისტრად დაწინაურება კი ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპირისპირდება. ის წინასაარჩევნოდ ძალაუფლების მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენს“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ვანიშვილის გადაწვეტილებით, ქვეყნის ახალი პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

'.$TEXT['print'].'