"ივანიშვილმა მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი"
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილმა მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი"

„ამ საკადრო ცვლილებებით ივანიშვილმა მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი და გასაგებად უთხრა საზოგადოებას, რომ ის და „ქართული ოცნება" არის პრორუსული მთავრობა. როდესაც ღარიბაშვილი და გახარია ამ პოსტებს დაიკავებენ, არ გამოვრიცხავ განცხადებები გაკეთდეს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის დათბობის შესახებ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.

მიროტაძის განცხადებით, მიუხედავად საკადრო ცვლილებებისა, მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებს.

„ქართულმა საზოგადოებამ თავი უნდა დაანებოს მითებით ცხოვრებას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" შესახებ. უნდა დაინახოს ის რეალობა, რა რეალობაშიც უშუალოდ ივანიშვილმა ქვეყანა ჩააყენა. რუსეთი საქართველოსთვის განვითარება არ არის, პირიქით, ეს წარსულია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთში დაბრუნება არ სურს. „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სურვილები რადიკალურად აცდენილია იმ მისწრაფებებთან, რომელიც მოსახლეობას აქვს.

„ეს ხელისუფლება, რომელიც საკადრო ცვლილებებზე საუბრობს, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან და ხელისუფლებიდან ჩამოაშორებენ. რამაც ამ წლების განმავლობაში იმუშავა, „თუ „ქართული ოცნება" არ მოგწონთ, „ნაციონალური მოძრაობა" მოვა," - ეს ახლა აღარ იმუშავებს, რადგან ეს გამოწვევა მოსახლეობისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

„ახლა არჩევანი არ არის ივანიშვილისა და სააკაშვილს შორის, ან „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ახლა არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის, რეგრესსა და პროგრესს შორის. ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ აიღო კურსი ჩრდილოეთისკენ. რას იზამს პუტინი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რა უნდა ქნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. ჩვენ გამოგვიწვია ბიძინა ივანიშვილმა.

„20-21 ივნისის ამბავს რაც შეეხება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იყო და რჩება გახარიაზე. არ აქვს მნიშვნელობა ის პრემიერ-მინისტრი გახდება თუ არა. გვახსოვს ვანო მერაბიშვილი, რომელიც 26 მაისის მოვლენების შემდეგ შს მინისტრი გახდა, თუმცა ახლა ვიცით სადაც არის მერაბიშვილი. შესაძლოა ისინი იმ მძიმე შედეგებზე არც ფირქობენ, რაც ასეთ უტიფრობას მოყვება-ხოლმე," - აღნიშნა მიროტაძემ "რეზონანსთან".

'.$TEXT['print'].'